სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დისკრეციული უფლებით, სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების უფლება აქვს
04-08-2025
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  ტიპურ დებულებაში გაწერილია საგანმანათლებლო რესურსცენტრების მართვის მუხლი, სადაც საუბარია, რომ რესურსცენტრის საშტატო განრიგს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი, ხოლო რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი; მასაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

დოკუმენტში ასევე დეტალურადაა გაწერილი რესურსცენტრის უფროსის უფლება-მოვალეობები. უფრო კონკრეტულად, კი რესურსცენტრის უფროსი: ხელმძღვანელობს ტერიტორიულ ორგანოს, პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე; გარდა ამისა, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ზედამხედველობს რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობას და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში რესურსცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობების დასახელებას, რაოდენობას, თანამდებობრივ სარგოს.

გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი შვებულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სამინისტროს წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში. თავის ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა;

გასცემს თანხმობას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ; იმავდროულად კი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე.

ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ამოწმებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) თანამშრომელთა სამივლინებო მოწმობას;

ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება