სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გახდება ცნობილი გათანაბრებული ქულებისა და რთული ვარიანტების შესახებ ინფორმაცია
06-08-2025
-
+


გათანაბრებული ქულები ცნობილი საბოლო შედეგების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ცნობილი ანუ აგვისტოს მეორე ნახევრისკენ.

პირველ რიგში გეტყვით, რას ნიშნავს საბოლოო ქულა - აბიტურენტებს უფლება აქვთ, პირველადი ანუ ახლა გამოცხადებული შედგები გაასაჩივრონ, რაც მათი ნაშრომის ხელახალა გასწორებასა და შეფასებას ნიშნავს. გასაჩივრების შემდგომ მიღებული ქულა არის საბოლოო შედეგი. ახლა კი აპლიკანტებისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხის განმარტებას გთავაზობთ, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს:

-  რა პრინციპს ეყრდნობა ქულების გათანაბრების მექანიზმი?

-მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვითვლით, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი, სხვა ვარიანტის დაწერის შემთხვევაში. შემდეგ მის ნედლ ქულასა და სხვა ვარიანტებში მის სავარაუდო ქულებს შორის ვიღებთ მაქსიმალურს და სწორედ ეს არის მისი გათანაბრებული ქულა. სხვაგვარად რომ ავხსნათ, აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო ქულა, რომელსაც ის მიიღებდა ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა.

დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

-როგორ შეიძლება იმის დადგენა, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია?

-აბიტურიენტების დიდი რაოდენობის გამო (თითოეულ ვარიანტს დაახლოებით 9-10 ათასი აბიტურიენტი წერს) საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას ამაზე გვიქმნის ე. წ. პროცენტილების მეთოდი. ამ მეთოდით ჩვენ ვადგენთ, რამდენ პროცენტს აჯობა აბიტურიენტმა თავის ვარიანტში, შემდეგ კი ვეძებთ სხვა ვარიანტებში ისეთ თეორიულ ქულას, რომლის მიმღები აბიტურიენტიც იმ ვარიანტში ზუსტად იმდენსავე პროცენტს აჯობებდა.

-აქვს თუ არა რაიმე გავლენა გათანაბრების მექანიზმის შემოღებას მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვაზე?

-დიახ, იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. შედეგად ყველა, ვისი ნედლი ქულაც ზღვარზე მეტია, გადალახავს ზღვარს, მაგრამ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებიც შედარებით რთული ვარიანტი წერეს და
ზღვარს მიუახლოვდნენ, მაგრამ გამსვლელ ქულაზე ნაკლები მიიღეს. ამ შემთხვევაში რთულად მიიჩნევა ის ვარიანტი, რომელშიც ნედლი ქულით პროცენტულად უფრო მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრებოდა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედებს პრინციპი - არც ერთ ვარიანტში არ ჩაიჭრას იმაზე მეტი აბიტურიენტი, ვიდრე ყველაზე ადვილ ვარიანტში. ამ პრინციპის მიხედვით, თუნდაც აბიტურიენტს შედარებით რთული ვარიანტი შეხვდეს, მისი ინტერესები დაცულია და მხოლოდ ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება მის მიერ ზღვრის გადალახვა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება