TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლამ საგრანტო კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით სასათბურე მეურნეობა მოაწყო
18-11-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ გამოცხადებულ კონკურსში 5000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.

სკოლის დირექტორის, ნათია ფუტკარაძის განცხადებით, მიღებული თანხა მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოს განაშენიანებას მოხმარდა; თავისი წვეთოვანი სისტემით გაკეთდა სასათბურე მეურნეობა; ასევე სკოლამ შეიძინა ბოძები, რომლებსაც ვაზის გასაშენებლად გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ პროექტში სკოლა იანვრში ჩაერთო და მიზანი სკოლის ტერიტორიაზე არსებული სივრცის მწვანე ნარგავებით განაშენიანება და ასევე სასათბურე მეურნეობის დაწყება იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნო ბავშვების ჩართულობა. პროექტში განსაკუთრებით მეთორმეტე და მეათე კლასის მოსწავლეები აქტიურობდნენ. სკოლაში ისეთი ბავშვები გვყავს, რომელთა ოჯახებს სასათბურე მეურნეობა აქვთ და ამ სფეროში დიდი გამოცდილებაც. სწორედ ამ მხრივ ვიფიქრეთ არსებული გამოცდილება თანაკლასელებისთვის გაეზიარებინათ. სკოლას თითქმის ერთი ჰექტარი განაშენიანების ადგილი აქვს და ვიფიქრე, ეს საქმე რაღაც სარგებელს მოგვცემდა. გადავწყვიტეთ სათბურის გაკეთება, რაშიც დიდი თანხა გვჭირდებოდა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონდა. აღნიშნულ ორგანიზაციაში შევიტანეთ განაცხადე და დაგვიფინანსეს 5000 ლარით. ჩვენ ამ თანხით სათბური და ამ სათბურში წვეთოვანი სისტემაც გავაკეთეთ. შევიძინეთ ბოძები, რომელთაც სკოლის ეზოში ვაზის გასაშენებლად გამოვიყენებთ. ამ საქმიანობაში სკოლასთან ერთად მშობლებიც არიან ჩართულები. ერთ-ერთმა მშობელმა  სალათის ფოთლის ნერგები უსასყიდლოდ გადმოგვცა. თანხა, რომელიც ამ სასათბურე მეურნეობიდან შემოვა აუცილებლად ბავშვებისთვის აქტივობებში გაიხარჯება. ეს არის სამეწარმეო საქმიანობა, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები არიან ჩართულები“, - აღნიშნავს დირექტორი ნათია ფუტკარაძე.

დირექტორი ასევე, აცხადებს რომ სამომავლოდ სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც ერთ ჰექტამდრეა ხეხილის გაშენებაც იგეგმება.

აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამინისტროსა და  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება