TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ტოლერანტები ვართ“ - ალერტკარის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის თემაზე მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა
18-11-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების  მოსწავლეებმა ტოლერანტობასთან დაკავშირებული ღონისძიება მოამზადეს.

აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ასმათ გვაჯაიამ კონკურსის ფარგლებში შესთავაზა, რომელიც „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ​გამოაცხადა.

კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბება.

„ღონისძიების მომზადება მე-4,მე-9 მე-10,მე-11 კლასის მოსწავლეებმა რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს: უფროსი კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს, როგორ სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, ასევე თემში; მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის შეიძინეს მაისურები წარწერებით - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“; ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის ძირითადი კითხვები იყო: როგორია ტოლერანტი ადამიანი? რა მიგაჩნიათ ტოლერანტულ ქცევად? უმცროსკლასელებში გამოცხადდა ნახატების კონკურსი თემაზე - „მე ტოლერანტი ვარ“; მოსწავლეებმა მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციები; დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი ტოლერანტობაზე. ასევე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ჭითანავა მოსწავლეებს ესაუბრა ტოლერანტობის მაგალითებზე ქართველი მწერლების შემოქმედებაში. შეგახსენებთ რომ ღონისძიება მიმდინარეობდა რეგულაციების დაცვით. ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ასმათ გვაჯაიაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება