| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში პროექტის - „ამ ქუჩის ბოლოს“ ფარგლებში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივითა და მოსწავლეთა ჩართულობით, ტოლერანტობის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ელექტრონული და ხელნაკეთი რესურსები შექმნეს და სასკოლო საზოგადოებაში გაავრცელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განხორციელებული აქტივობები ტოლერანტობის ცნების გათავისებისკენაა მიმართული.
„მსოფლიოს მრავალი რელიგიის, ენის, კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის მრავალფეროვნება არ უნდა გახდეს კონფლიქტის საბაბი, არამედ ეს ყველაფერი კაცობრიობის ისეთი საგანძურია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ამდიდრებს! ადამიანი ბუნებით მრავალფეროვანია!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება, შეუწყნარებლობის მიერ გამოწვეული საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდის მიზნით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა