სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო განმარტავს, რა მიზანს ემსახურება კომპლექსური დავალება
18-11-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში კომპლექსური დავალების მნიშვნელობას ხსნის.

„ბავშვმა და მშობელმა არ იციან, რა მიზანს ემსახურება კომპლექსური დავალება, რატომ უნდა გასწიონ დიდი ძალისხმევა, მაშინ როცა სტანდარტული დავალება ამხელა დროს და ენერგიას არ მოითხოვს. შესაბამისად, მათ არ აქვთ მოტივაცია, განსაკუთრებით იმ საგნებში, რომელიც ბავშვს არ უყვარს.

ზოგადად დავალების ფუნქციაა დაეხმაროს მოსწავლეს გაიაზროს და საკუთარ გამოცდილებად აქციოს ესა თუ ის საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რასაც ის იღებს. გააზრების პროცესში კი მნიშვნელოვანია მოსწავლის წარმოსახვის გააქტიურება, როდესაც მოსწავლეს შეუძლია შექმნას და შეამოწმოს თავისი ვარაუდი, გააკეთოს აღმოჩენები, დასკვნები. დავალების ასევე მნიშვნელოვანი მახასიათბელია, რომ ის უნდა იყოს გამოწვევის შემცველი, რისთვისაც აუცილებელია:

ცოდნათა ურთიერთდაკავშირებული გამოყენება;

სასწავლო მასალის ცხოვრებასთან და მოსწავლის ინტერესებთან დაკავშირება;

შეძენილი ცოდნის სხვადასხვა კონტექსტებში გამოყენება

მაგალითად, თუკი მოსწავლე სწავლობს საკითხს გეორგიევსკის ტრაქტატი, მას,შესაძლოა, კომპლექსური დავალების სახით დაევალოს - წარმოიდგინოს თავი 1783 წელს ერეკლე მეფის მრჩევლად და გააკეთოს ანალიზი გეორგიევსკის ტრაქტატის ძლიერ და სუსტ მხარეებთან, მასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ამ დავალებაზე მუშაობისა და მისი წარდგენის პროცესში მოსწავლე ურთიერთდაკავშირებულად გამოიყენებს გეორგიევსკის ტრაქტატთან და მთლიანად XVIII საუკუნის ისტორიასთან დაკავშირებულ ცოდნას. დაუკავშირებს მას თანამედროვე რეალიებს და სხვა ისტორიულ პროცესებს. რადგან კომპლექსური დავალების შესრულებისას მოსწავლე თავად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს. ეყრდნობა საკუთარ შესაძლებლობებს, ეს ხელს უწყობს მასში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა:

კრიტიკული აზროვნება;

შემოქმედებითობა;

თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;

ნებისყოფა და სამოქალაქო ცნობიერება.

კომპლექსური დავალება უზრუნველყოფს შესასწავლი საკითხის სიღრმისეულ გააზრებას, რაც ხარისხიანი განათლების საფუძველია.

როგორ უწყობს ხელს კომპლექსური დავალება სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის თანაბარ ჩართულობას?

კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში მონაწილეობას იღებს თითოეული მოსწავლე. თითოეულმა მათგანმა საკუთარი სიტყვებით უნდა აღწეროს რა და რატომ გააკეთა; ახსნას ლოგიკა, თუ რატომ შექმნა და წარმოადგინა კომპლექსური დავალება ასეთი ფორმით; შეაფასოს საკუთარი ნაშრომი. გააანალიზოს რას შეცვლიდა თავიდან რომ იწყებდეს დავალებაზე მუშაობას.

მასწავლებელს თითოეულ მათგანთან უნდა ჰქონდეს დიალოგი კომპლექსური დავალებისა და შესასწავლი საკითხის ნიუანსებთან დაკავშირებით.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ასეთი რეჟიმის უზრუნველყოფის შემთხვევაში სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთვება და თავს იგრძნობს თვითრეალიზებულად, რასაც ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მაგალითი უამრავია.

რა როლი უნდა ჰქონდეს მშობელს კომპლექსური დავალების შესრულების პროცესში. ეს დავალება მშობელთან ერთად შესასრულებელია, თუ ბავშვის დამოუკიდებელი შრომა ფასდება.

მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გაამახვილოს, თუ რამდენადაა მოსწავლე ჩართული კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში. ხომ არ არის დავალება ბავშვისთვის მეტისმეტად მარტივი, ან რთული და შესაბამისად უინტერესო. ამ ტიპის პრობლემის შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მასწავლებელს, რომელიც კომპლექსური დავალების ადაპტირებას (დავალების მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებას) შეეცდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხერხდება მოსწავლემ ახალი საკითხი მისთვის ნაცნობ და საინტერესო კონტექსტს დაუკავშიროს.

არასწორი პრაქტიკაა მშობლის მხრიდან კომპლექსური დავალების შესრულება ბავშვის ნაცვლად. კომპლექსური დავალება საკლასო ოთახში თავად მოსწავლემ უნდა წარადგინოს, შესაბამისად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვი თავად იყოს მთავარი სუბიექტი დავალებაზე მუშაობის პროცესში. შემდეგი სამშაბათის თემა: როგორ უნდა ითანამშრომლოს მშობელმა მასწავლებელთან რეფორმის ფარგლებში“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება