სიახლეები
ეტალონი

„ბავშვები ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ და საკითხებს არჩევდნენ“ - ჭიათურის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
17-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჭიათურელი მოსწავლეებისთვის 16 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ჭიათურის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მერი პაპიძე, ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩემი მოსწავლეებიდან კონკურსში ზოგი სკოლიდან ჩაერთო, ერთი მოსწავლე კი სახლიდან, რადგან შეუძლოდ იყო. ძალიან გამიხარდა, რომ სახლიდან მაინც ჩაერთო, რაც იმის მანიშნებელია რომ ბავშვებში პროექტისადმი დიდი დაინტერესებაა. მე პირადად ისიც მომწონს, რომ „ეტალონი“ თითოეულ მოსწავლეს სიგელს აძლევს, რაც ბავშვებისთვის დამატებითი მოტივატორია. მინდა, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ კარგ პროექტს ახორციელებს.

მარიამ გრძელიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“  მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტია. ყველაზე კარგი კი ის გახლავთ, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები და უდიდეს დაინტერესებას გამოხატავენ. პირველი ეტაპის შემდეგ ბავშვები ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ და საკითხებს არჩევდნენ. მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები პარასკევ დღეს მოუთმენლად ელოდებიან. „ეტალონმა“ სიტუაცია გამოაცოცხლა; ახლა, როდესაც შექმნილი მდგომარეობის გამო ბავშვები არიან ჩაკეტილები, შეშინებულები და ურთიერთობებს მოკლებულნი - ეს პროექტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ვფიქრობ, ეს კონკურსი სწავლისადმი მეტ ინტერესს აღვიძებს; ბავშვს საკუთრივ მუშაობის უნარი და კრიტიკული აზროვნება უვითარდება. პირადად მე ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონით“ ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს ბავშვებისთვის გამოცოცხლებაა.

კლიმენტი ტაბატაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონით“ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი სკოლის მოსწავლეებიც საკმაოდ აქტიურად იყვნენ კონკურსში ჩართულები. ეს პროექტი იმ მხრივაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს. მოსწავლე გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს ცდის, ის ასევე ახალ ცოდნას იღებს და კომუნიკაციის უნარებს ივითარებს.

ზურაბ ნეფარიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ სასწავლო პროცესისთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად ნაყოფიერი პროექტია. თავად „ეტალონია“ წარმატებული წამოწყება და ამისთვის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა, ასეთი მამულიშვილური საქმისთვის. ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ამის ფონზე ერთი მოსწავლე მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდა, რაც გვეამაყება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები იმ აქტივობებში, რომლებსაც „ეტალონი“ ახორციელებს.

გოჩა შუბითიძე, ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მინდა ვთქვა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ბავშვების მომავალ განვითარებას უწყობს ხელს. მათ შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ სწრაფი აზროვნება, სხვადასხვა საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება და ნასწავლი მასალების კონცენტრაცია მოახდინოს.

ინგა ასანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახლახანს გავიგე, რომ ჩემი ერთი მოსწავლე გადავიდა „ეტალონის“ მეორე ეტაპზე და ძალიან გახარებული ვარ. ეს პროექტი ძალიან მომწონს, რადგან მოსწავლის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ სიტუაციაში „ეტალონი“ ძალიან აქტიურად მუშაობს და ამის გამო მოდუნების უფლება არ გვეძლევა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მთელს გუნდს გადავუხადო.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პედაგოგების საყურადღებოდ - გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

პროექტის მთავარი მიზანი იყო გეომეტრიული ფიგურების შესახებ მიღებული ცოდნის განმტკიცება

ზვიად კვინიკაძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის შესახებ

პატარებმა პედაგოგი და მშობლები სიამაყით აავსეს

მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის ხელმძღვანელები - იზა ხარატიშვილი და ხათუნა გორგოძე

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება