სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს 39 დამატებითი საგნის შეთავსება შეუძლიათ
14-11-2021
-
+


სკოლას შეუძლია მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით მათ სხვადასხვა არჩევითი საგანი შესთავაზოს. არჩევითი საგნები კვირაში ორსაათიანი დატვირთვით ისწავლება, XII კლასის მეორე სემესტრში კი ასეთი საგნების სწავლება დაუშვებელია. 

მასწავლებლებს საგნობრივი ჯგუფის მიხედვით არჩევითი საგნების შეთავსება და საათების შევსება შეუძლიათ, ასეთი საგანი კი 39-ია, მათ შორისაა ჭადრაკი, ხაზვა, თექაზე მუშაობა, ხეზე კვეთა, ასტრონომია, თეატრალური ხელოვნება და ა.შ. პედაგოგებისთვის საათობრივი ანაზღაურება არჩევითი საგნების დროსაც იმდენივეა, რამდენიც ძირითადი საგნების სწავლების დროს.

გთავაზობთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს, რომელთა ხანგრძლივობა ერთი ან ორი სემესტრით შემოიფარგლება, 3 საგანი კი შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი:

გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ) - შრომა - საგნობრივი ჯგუფი ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი
 
სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა) - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი

თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა, ტექნოლოგიები - IX კლასი

მულტიმედია და მუსიკა - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა, ტექნოლოგიები - IX კლასი

გუნდი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი

დრამა - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი

ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - IX კლასი

კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - X/XI/XII კლასი

ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი:

რობოტექნიკა - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - IX კლასი

კოდირება - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - IX კლასი

ამერიკისმცოდნეობა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები, უცხოური ენები - X/XI/XII კლასი

გეოგრაფიული კვლევა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი

ეკონომიკა და სახელმწიფო - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - XI/XII კლასი

თეატრალური ხელოვნება - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი 

მეწარმეობის საფუძვლები - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი

კომპიუტერული მეცნიერება - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები - X/XI/XII კლასი

მსოფლიო კულტურა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები, ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი

მულტიმედია და დიზაინი - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი 

ფოლკლორი და მითოლოგია - საგნობრივი ჯგუფი - სახელმწიფო ენა - X/XI/XII კლასი

XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა - საგნობრივი ჯგუფი - სახელმწიფო ენა, უცხოური ენები - X/XI/XII კლასი

ხელოვნების ისტორია - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი

სახელმწიფო და სამართალი - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - XI/XII კლასი

ბუნების ძეგლებზე დაკვირვება - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი

საქართველოს ეთნოგრაფია - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი

ფოლკლორული ანსამბლი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი

სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი

ორმოდულიანი საგნები, რომლის თითო მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი (სკოლამ შესაძლებელია სურვილის მიხედვით ასწავლოს ან მხოლოდ ერთი მოდული, ან ორივე მოდული)

კინოხელოვნება -
საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი

მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი
- საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი

სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა -
საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - I მოდ. - X/XI/XII
II მოდ. - XI/XII

ქიმიური ტექნოლოგიები
- საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - XI/XII კლასი

შესავალი თანამედროვე ფიზიკაში
- საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები I მოდ. - XI/XII
II მოდ. - XII

ხაზვა
- საგნობრივი ჯგუფი - მათემატიკა - X/XI/XII კლასი

ასტრონომია
- საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - XI/XII კლასი

გარემო და მდგრადი განვითარება
- საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - X/XI/XII კლასი

საგნები, რომლებიც შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში:

მესამე უცხოური ენა -
საგნობრივი ჯგუფი - უცხოური ენები - X/XI/XII კლასი

მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა
(შესაძლებელია ისწავლებოდეს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში კვირაში 2-საათიანი დატვირთვით)  - საგნობრივი ჯგუფი - სახელმწიფო ენა, უცხოური ენა.

ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა) -
საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, მათემატიკა, სპორტი - II-III კლასი

რაც შეეხება შეფასებას, V-XII კლასებში არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  პროგრამებთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - დეტალები

„ვმუშაობთ ბაღებში საბაზო ხელფასის დადგენაზე... დასარეგულირებელია, ვის ჰქვია აღმზრდელ-პედაგოგი...“ 

„გრიპი ჩაანაცვლა ვირუსმა, რომელიც ფილტვების ანთების მიზეზი ხდება“... - ივანე ჩხაიძე

ლექსები დედაზე - მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელებისთვის

სკოლის დირექციას დამატებითი ვალდებულებები განესაზღვრა - მასწავლებელთა ახალი სქემის დეტალები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები საინტერესოდ საუბრობდნენ, ავლენდნენ პარალელებს თანამედროვეობასთან, სასიამოვნო იყო მათი მოსმენა, იყო ბევრი კითხვა, საინტერესო პასუხებით

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება