სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ექვითება თუ არა ხელფასი თვითიზოლაციაში მყოფ მასწავლებელს - როცა ინფიცირებულის კონტაქტი ხართ...
27-10-2021
-
+


საქართველოში ოფიციალურად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გახსნილია. თუმცა მოქმედებს წერტილოვანი შეზღუდვებია და ნაწილობრივ კლასები, ზოგან კი სრულად სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე. ისიც ცნობილია, რომ როდესაც მასწავლებელს კოვიდი უფიქსირდება, იზოლაციაში ყოფნის პერიოდი მას ბიულეტენში უტარდება და არც ანაზღაურება აკლდება; მაგრამ საინტერესო ისაა, რა ხდება მაშინ, როდესაც მასწავლებელი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია და არსებული პროტოკოლის მიხედვით, იძულებულია, გადავიდეს თვითიზოლაციაში?

ასეთ დროს, პირს ექიმთან შეხება არ აქვს და შესაბამისად ბიულეტენს ვერ მიიღებს, ეს კი სამსახურის „არასაპატიო“ გაცდენად ეთვლება და ბუნებრივია, დგება ხელფასის დაქვითვა-არდაქვითვის საკითხიც.

აკლდება თუ არა ხელფასი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადასულ მასწავლებელს? - ამ კითხვით etaloni.ge-მ ჯერ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ საკითხს დირექტორი არეგულირებს და შეიძლება, თვითიზოლაციაში მყოფი მასწავლებელი ონლაინ-გაკვეთილებით დატვირთოს, რათა გაცდენებმა ხელფასზე უარყოფითად არ იმოქმედოსო; შემდეგ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც განმარტეს, რომ არსებობს ბიულეტენის ტოლფასი ცნობა, რომელსაც ეპიდემიოლოგი გასცემს.

თუ კოვიდინფიცირების შემთხვევა სკოლაში ფიქსირდება, მაშინ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს დირექტორმა უნდა მიმართოს, ხოლო თუ მასწავლებელი ინფიცირებულის კონტაქტია და ეს შემთხვევა სკოლის გარეთ ხდება, მაშინ თავად უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, ბიულეტენის ტოლფას ცნობას წარადგენს სკოლაში და ხელფასიც არ დაექვითება.

იხილეთ ასევე:

საჭიროა თუ არა კოვიდტესტირება მასწავლებლებისთვის, როცა სკოლა ონლაინ სწავლებაზეა?

თუ სკოლაში მოსწავლეს ან მასწავლებელს COVID-19 უდასტურდება ? - დეტალური პროტოკოლი ჯანდაცვისგან

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება