სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

საჭიროა თუ არა კოვიდტესტირება მასწავლებლებისთვის, როცა სკოლა ონლაინ სწავლებაზეა?
26-10-2021
-
+


პირველი ოქტომბრიდან აუცრელ და ერთხელ აცრილ მასწავლებლებს კოვიდტესტირება კვირაში ერთხელ უტარდებათ, ორჯერ აცრილებს კი - PCR ტესტი ორ კვირაში ერთხელ. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ბოლო კვირებში ასეულობით კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე 200-ზე მეტი სკოლა სრულად ონლაინ სწავლების რეჟიმზეა.

სხვადასხვა სკოლაში ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების დროს განსხვავებული გადაწყვეტილებებია მიღებული. იქ, სადაც ინფიცირებული მოსწავლე/მასწავლებელი ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა, არაფერი იცვლება, ასეთ დროს დისტანციურ სწავლებაზე არც სკოლა და არც ცალკეული კლასი არ გადადის. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე, რომელიც სკოლაში დადის, ინფიცირებული აღმოჩნდება, მისი კლასი ორი კვირის განმავლობაში ონლაინ სწავლებაზე გადავა. სრულად სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ მაშინ გადადის, როდესაც კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე კლასში ერთდროულად დაფიქსირდება. ონლაინ სწავლებაზე კონკრეტულად სკოლა გადავიდეს თუ მხოლოდ საკლასო ოთახი, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური იღებს.

საჭიროა თუ არა კოვიდტესტის გაკეთება მასწავლებლებისთვის, როდესაც სკოლა დახურულია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს?

მასწავლებლები სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებში შედიან. ისინი კოვიდტესტისგან მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე გათავისუფლდნენ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის კოვიდტესტირება მაშინაც აუცილებლადაა მიჩნეული, როდესაც სკოლა დახურულია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება