სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინაპართა შემოქმედების, ფიქრებისა და ცოდნის თანაზიარნი გახდნენ“- ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქვებზე ანბანი გამოსახეს
21-10-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის მეექვსეკლასის მოსწავლეებმა ქვებზე ქართული ანბანი გამოსახეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოსწავლეებს ეს იდეა ლევან გოთუას „ქვის დედაენის“ წაკითხვის შემდეგ გაუჩნდათ. 

მათთვის აღნიშნულ პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს. 

„იმისათვის, რომ ყველაფერი გავალამაზოთ, ერთმანეთს ბედნიერება მოვუტანოთ, სულაც არაა საჭირო ჯადოსნურ ნიჭს ვფლობდეთ.
ჩემი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ლევან გოთუას „ქვის დედაენის“ წაკითხვის შემდეგ დაებადათ იდეა, ეზოებში მოეგროვებიათ სხვადასხვა ფორმის ქვები და ზედ გამოესახათ ქართული ანბანი. საინტერესოდ წარმართეს რესურსის შექმნა. ფუსფუსებდნენ, წერდნენ, ხატავდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თავიანთი გემოვნებით ფერებს ურჩევდნენ. ყოველ ასო-ბგერას ეფერებოდნენ და ელოლიავებოდნენ... 
ქვაზე ხომ ჩვენი წინაპრებიც კვეთდნენ, კაწრავდნენ ქართულ ასოებს.
მე-6 კლასის მოსწავლეები ამით წინაპართა შემოქმედების, ფიქრებისა და ცოდნის თანაზიარნი გახდნენ. 
უსიტყვოდ შეიმჩნევა თითოეულ ნამუშევარში ეს ყველაფერი. წარმატებები ჩემო პატარებო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება