სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონს“ მოსწავლეთა ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია“ - მარტვილის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
20-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარტვილელი მოსწავლე „ეტალონისა“ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის მნიშვნელობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

დოდო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალგაზრდების განვითარებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ნამდვილად კარგი პროექტია. მივესალმები ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ამ გადაწყვეტილებას, რომ ასეთი ძვირფასი პროექტი შექმნა. ჩემი სკოლა და მოსწავლეები კონკურსში ჩართულები არიან და წელსაც კიდევ ერთი მოსწავლე შემდეგ ეტაპზე წარმატებით გადავიდა. მოსწავლეებისთვის კონკურსში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია; ტესტები ისე კარგად არის შედგენილი, რომ მოსწავლეზე თავიდან ბოლომდეა სწორად მორგებული. ამ კონკურსის საშუალებით ბავშვები უფრო ვითარდებიან, იგებენ მეტ სიახლეს და ძვირფას ცოდნას იღებენ. მინდა „ეტალონს“ წარმატებები ვუსურვო. განათლებული მომავალი თაობა თუ გვინდა ეს პროექტი სულ უნდა იყოს.

ჯამბულ ცაგურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა კონკურსში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს. სკოლის თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს და სხვათაშორის მშობლებსაც „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ. წელსაც მივიღეთ მონაწილეობა, გადავედით მეორე ეტაპზე და ვიმედოვნებთ, კიდევ მივაღწევთ წარმატებას. „ეტალონის“ პროექტი მოსწავლეებზე ძალიან დადებითად მოქმედებს, რადგან დამოუკდიებლად აზროვნების უნარი უვითარდებათ, სწავლისადმი წყურვილი და გამარჯვების სურვილი უჩნდებათ. „ეტალონი“ ბავშვებს სტიმულს აძლევს, რომ ისწავლონ, იშრომონ მეტი და ცოდნა მიიღონ, რათა ასეთ კარგ პროექტებში წარმატებას მიაღწიონ.

მამუკა თვალაძე, აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ დაკავშირებულია აზროვნებასთან და განათლებასთან, ამიტომ მე მისი დიდი გულშემატკვარი ვარ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიის გამო კონტაქტები ფაქტიურად შეწყვეტილია და აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ეტალონს“ მოსწავლეთა ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ჩემპიონატი ავითარებს მათ გონებრივ პოტენციალს და ახალ, საჭირო ინფორმაციას იღებენ.

მოგელი ახალაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონით“ პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა ვთქვა, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეებიც ასეთივე განწყობით არიან; კონკურსში ყოველთვის აქტიურად და ინტერესით ერთვებიან. „ეტალონი“ მოსწავლეების გონებრივ პოტენციალს ავითარებს და მათი განათლებისთვის კონკურსში მონაწილეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ალექსანდრე კვესელავა, მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველთვის ვმონაწილეობთ და შედეგებით კმაყოფილები ვართ. ვიცი ეს კონკურსი როგორც ტარდება და პროცესი პირადად ჩემთვის მისაბაძია. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ბავშვებს გარდა მოტივაციისა შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ცოდნა შეამოწმონ. მოსწავლეები სკოლაში მიღებულ ცოდნას ერთიანად უყრიან თავს და „ეტალონის“ საშუალებით უდიდეს გამოცდილებას იღებენ.

რომანოზ ქიქავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობას ყოველ წელს ვიღებთ და წინა წლებში ფინალურ ეტაპზე გასული მოსწავლეებიც გვყავდა. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი და იმედი გვაქვს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლე სკოლის სასახელოდ წარმატებას კვლავ მიაღწევს. „ეტალონი“ მოსწავლეთა განვითარებას და ინტელექტის ამაღლებას უწყობს ხელს, რაც მათი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ფაქტი, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე კონკურსი დისტანციურად გრძელდება ძალიან კარგია, რადგან ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაც დაცულია და შექმნილი ვითარების მიუხედავად კონკურსი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება