სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეტალონმა“ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
13-10-2021
-
+


აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლიზი გორდულაძე, ლუბა ფაცაცია, ქრისტინე ოთხოზორია, ბექა ყალიჩავა, ქრისტინე იზორია, დავით ჯაკობია, პაატა იზორია, ნიკოლოზ ხორავა, რაულ შენგელია და ალექსანდრე ჯიქია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ​ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

აფხაზეთის ა/რ დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ, კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის კი ქრისტინე ოთხოზორიამ, რაულ შენგელიამ, ლუბა ფაცაციამ, ბექა ყალიჩავამ, პაატა იზორიამ და ქრისტინე იზორიამ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აფხაზეთის ა/რ მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 61 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება