სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერთმანეთის ნახვის სიხარული და საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები - ივერიის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
12-10-2021
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში აქტიურად დაიწყო.

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პატარებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

სკოლის დირექტორი მოსწავლეებს მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს. 

„თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თითოეული ადამიანის ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა. 
პანდემიამ ყველაფერზე მეტად სკოლა დააზარალა. სასწავლო პროცესმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ონლაინ სწავლებამ უამრავი პრობლემის წინაშე აღმოგვაჩინა, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები. 
ოთხ ოქტომბერს საქართველოში სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდა, რამაც ყველა ძალიან გაგვახარა, თითქოს პირველად მივდიოდით სკოლისკენ. გამორჩეული იყო იმით, რომ ყველას გვიხაროდა, გულწრფელად ვულოცავდით ერთმანეთს. სკოლის დაყრუებული კედლები ბავშვების ჟრიამულმა გამოაცოცხლა. 
დირექტორმა მოგვილოცა სასწავლო წელი. პირველ რიგში ჯანმრთელობა და წარმატება გვისურვა. 
სკოლა კიდევ უფრო გაამხიარულეს პირველკლასელებმა. მოციმციმე თვალებით შესცქეროდნენ  საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახს და პირველ მასწავლებელს. 
მიიღეს კუთვნილი წიგნები და ბუკები, რამაც კიდევ უფრო გაახარა ისინი. 
მალე ზარიც დაირეკა, ისიც კი მხიარულად წკრიალებდა და ყველას გვიხმობდა საკლასო ოთახებისკენ. 
ვიმედოვნებთ, რომ მალე დავამარცხებთ პანდემიას და ისევ გვექნება საშუალება ვიცხოვროთ პირბადის და დისტანციის გარეშე. აღვზარდოთ: კეთილი, ბედნიერი, ჯანმრთელი, განათლებული მომავალი თაობები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პირველკლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება