სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითქოს სამყარო წამიერად გაირინდა“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს
11-10-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ საქართველოს უსამძიმრებს. 

პედაგოგი წერს, რომ სკოლის საკლასო აუდიტორიებში განახლების სიხარული ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ გააუფერულა. 

ნინო დოხტურიშვილი გარდაცვლილთა ოჯახებს სკოლის სახელითაც უსამძიმრებს. მან ასევე, მადლობა გადაუხადა იმ მაშველებს, რომლებიც ბათუმში მუშაობდნენ. 

„სკოლის დაწყების საზეიმო გახსნა გულწრფელი, გულიდან წამოსული ემოციებით მსურდა გამომეხატა, მაგრამ არსებულმა რეალობამ ყველა განწყობა გამიუფერულა, გზა მომიჭრა, ერთი ხელის მოსმით გამაქვავა და დამწყვიტა გული! ის, რაც ხდება ბათუმში, ეს არის ენით გამოუთქმელი ტრაგედია, რომელის წინაშეც თითოული მოკვდავი მხოლოდ ჭირისუფალია იმ გარდაცვლილთა მიმათ, რომელთა უბიწო სულიც, განგების უკუღმართბით მიებარა მიწას!  

დისველის საჯარო სკოლა დიდი გულის ტკივილით იზიარებს თქვენს ტკივილს! სიმწარეს, რომელსაც ვერ ამოშლი ადამიანის გონებიდან - გარდაცვლილების ნათელ ხსოვნასა და თარიღს, რომლიც შავი ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში! სწორედ ამ დღეს უცოდველი სისხლითა და ცრემლით გაიჟღინთა ნიადაგი, თითქოს სამყარო გაირინდა წამიერად, გაჩერდა დროის ათვლა. ყველა იმ მაშველებს მივჩერებივართ თვალებში, რომელთაც ჩვენზე მეტად სურთ ნათელი სასიცოცხლო ნიშანწყალის აღმოჩენა! მადლობა მათ ამ დიდი ძალისხმევისთვის, რომელსაც ადმიანური თვალსაზრისით ავლენენ მოსახლეობის მიმართ! რამხელა დიდსულოვნებით ხდება ურთირთთანადგომა,  ეს საოცარი მოვლენაა, რომელსაც საერთო ტკივილი და განსაცდელი ჰქვია!

თქვენს თვალებში იკვეთება სასოწარკვეთა, რომელიც ცხოვრების სიყვარულს გასწავლის, უკეთ დაგაფიქრებს თითოულ წამზე, იმ იმედზე, რომელიც არასოდეს იღვინთება გულიდან! იმ ბოლო სიტყვაზე, რომელიც გსურდათ გეთქვათ და ბედისუკუღმართობამ ამის საშუალება არ მოგცათ, იმ ჩახუტებაზე, რომლიც ხელიდან გამოგლიჯათ ტრაგედიის მარწუხებმა, იმ დიდ სიყვარულზე, რომლიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას! განვიცდი და მტკივა გულის ის ნაწილი, რომელიც ასე უცოდველად ეწირება გარდასულ სულთა მწარე მოგონებებს! ღმერთა გაკმაროთ ეს განსაცდელი! უფალს ებარებოდეთ!“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება