სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნანა ირემაშვილის ნაშრომი კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო სასწავლო რესურსად დაასახელა
08-10-2021
-
+


აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ირემაშვილი გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ნანა ირემაშვილის ნაშრომი - „ნოე ჟორდანიას საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია“ საუკეთესო ისტორიულ ესსედ დასახელდა.

კონკურსი ისტორიის პედაგოგებისთვის ჩატარდა და ოქტომბრის დასაწყისში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„ჩვენი სკოლის ისტორიის პედაგოგი ნანა ირემაშვილი გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია! გამომცემლობა „ლოგოს პრესმა“ ივნისის თვეში ისტორიის პედაგოგებისთვის გამოაცხადა კონკურსი ოთხ ნომინაციაში და ოქტომბრის დასაწყისში  გამარჯვებულები გამოავლინა. ქალბატონ  ნანა ირემაშვილის ნაშრომმა „ნოე ჟორდანიას საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია“ (1918-1921წწ) საუკეთესო ისტორიული ესსეს ტიტული მოიპოვა და ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდა, როგორც საუკეთესო სასწავლო რესურსი. კონკურსის პირობების თანახმად გამარჯვებულს გადაეცა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალბატონი ნანა მენტორი მასწავლებლის სტატუსსაც ფლობს. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს პედაგოგიურ საქმიანობაში“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება