სიახლეები
სიახლეები

გამოცდების ჩატარებისა და გრანტის გაცემის წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება ძალაშია
02-10-2021
-
+


„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ 33-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„2021 წელს სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დგება რექტორის ერთიანი აქტი. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2021 წლის 11 ოქტომბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესის შესაბამისად“.

ასევე, ცვლილება შეეხო გარდამავალ დებულებებს, რომლის მიხედვითაც, მაგისტრანტისთვის განისაზღვრა განაცხადის წარდგენის ვადა:

„ა) მაგისტრანტი ამ წესის მე-5 მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.

ბ) თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე   საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

გ) ცენტრში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში , თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე;

დ) მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი;

ე) ცენტრში ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ვ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე;

ზ) ამ მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.

2021-2022 სასწავლო წლისთვის:

ა) მაგისტრანტი ამ წესის მე-5 მუხლის 2​​​1 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, 2021 წლის 16 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად;

ბ) მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2021 წლის 16 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგები, კვირაში ორჯერ, ვებინარებს დაესწრებიან - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება

„ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეების მიერ გაზიარებულმა გზავნილებმა სკოლის სივრცეში განსაკუთრებული, წიგნებით სავსე განწყობა შექმნა

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება