სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო - ვეძებთ ყველა გზას, დასწრებითი სწავლება აღდგეს“ - გამყრელიძე
18-09-2021
-
+


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სწავლის რეალურ სივრცეში გაგრძელებასა და ვაქცინაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი აზრით, სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა სავალდებულო უნდა იყოს.

„მრავალმხრივ ვსწავლობთ რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სკოლების პერსონალის, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრების მაჩვენებელს. ყველანაირად გვინდა, რომ სწავლა რეალურ სივრცეში აღდგეს და ამაზე შემუშავებული გვაქვს ჩვენი ინდიკატორები. ერთ-ერთი ინდიკატორი არის სწორედ დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ინფიცირების ინტესიურობაზეა დამოკიდებული. პირდაპირ გეტყვით, აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემით, 4%-თან ახლოსაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბერს ისინი შეხვდებიან 4%-ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებლით. არის ასევე ორი რეგიონი, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. ქვემოთ მოდის ეს მაჩვენებელი თბილისშიც, 5-6 %-ის ფარგლებშია. გარდა ამ მაჩვენებლებისა, კიდევ სხვა საკითხებიცაა გასათვალისწინებელი, როგორიც არის ამა თუ იმ სკოლაში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრა. ასევე სკოლაში ბავშვების მშობელთა აცრა.

მოვუწოდებ მშობლებს, ვისაც სკოლაში დაჰყავს ბავშვი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ აცრილი, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში. ასევე ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვები გვყავდეს უსაფრთხო გარემოში. აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა.

ამ პანდემიამ, გარდა უზარმაზარი ჯანმრთელობითი და ეკონომიკური დანაკარგისა, უზარმაზარი დაზიანება მიაყენა განათლების სექტორს და განსაკუთრებით, სკოლას. ბავშვებისთვის აქტიური საკლასო სწავლება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვეძებთ ყველა გზას, რომ სწავლა დასწრებულად აღდგეს. ამიტომ, ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული განსაკუთრებული ჰიგიენური პირობები, კლასების განიავება, ხელების დაბანა, სანიტაიზერები, ტემპერატურის გაზომვა, მასწავლებლების ტესტირება. ქვეყანაში სწავლის აღდგენას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი!

იცით, რომ მე რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემი პირადი მოსაზრება, ვისურვებდი, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა იყოს მანდატორული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება