სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გულითადად გილოცავთ ყველას“- ხონის N1 სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე სასკოლო საზოგადოებას მიმართავს
15-09-2021
-
+


დღეს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას დიდი სიყვარულით ულოცავს.

„ჩემო ძვირფასო და საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო! ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი პირველი სექტემბრის მომლოდინე, როგორ გამეტებით მიძგერდა გული, როგორი სიხარულით ველოდი მონატრებულ მეგობრებთან და მასწავლებლებთან შეხვედრას. არასოდეს დამავიწყდება დილა, რომელიც თავზე დამათენდებოდა ხოლმე .....

ყოველი პირველი სექტემბერი ჩემთვის ცოდნის ზეიმი და დღესასწაული იყო..
და დამერწმუნეთ ასეა დღემდე. სკოლის დაწყებას ისევ ისეთივე გულის ფანცქალითა და სიხარულით ველოდები, როგორც მაშინ, ბავშვობისას... ველოდები თითოეულ თქვენგანთან შეხვედრას...

დღეს, ჩვენი სკოლა კიდევ ერთხელ განაახლებს სასწავლო პროცესს, განსხვავებული ფორმატით, ონლაინ რეჟიმში და არა ჩვეულებისამებრ, საკლასო ოთახებში, რაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მსოფლიოში შექმნილი მძიმე კოვიდსიტუაციის გამო ხდება.

ზაფხულის სასიამოვნო და ფერადი არდადეგების შემდეგ შემოდგომის ეს ლამაზი დღე გვაძლევს სწავლის შთაგონებას, შესაძლებლობას საინტერესოდ დავიწყოთ ეს პროცესი, მოვუსმინოთ პედაგოგებს, რომელთა სიბრძნე შეუცვლელია.

გულითადად გილოცავთ ყველას! 

მოსწავლეებს გირჩევთ, დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები, შეიძინეთ საჭირო ცოდნა, გაილამაზეთ და საინტერესო გახადეთ სასწავლო პროცესი, რათა ის არ იქცეს ყოველდღიურ რუტინად და განახორციელეთ თქვენი იდეები! თქვენი ბედი თქვენს ხელთაა. დღეიდან იწყება ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც 4 ოქტომბერს შეაღებენ ცოდნის ტაძრის კარს, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და განსხვავებული ეტაპი იწყება, მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო წარმატება, წინსვლა, საინტერესო დღეები, ჩვენს სკოლის კედლებში გატარებული. 

ძვირფასო მშობლებო, გილოცავთ...თქვენ მეტად მნიშვნელოვანი როლი გიჭირავთ ჩვენი სკოლის განვითარებისა და წინსვლის პროცესში...თქვენი აქტიური ჩართულობა საჭირო და აუცილებელია სასკოლო პროგრამებსა თუ ღონისძიებებში, რაც განაპირობებს თქვენივე შვილების პროგრესს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის ზრდას. ვიმედოვნებ, რომ ასეც მოხდება..მეიმედებით...

გილოცავთ, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, მინდა გისურვოთ, რომ ეს წელი იყოს ნათელი, დატვირთული, ნაყოფიერი, წარმატებული, რათა თითოეულ მოსწავლეში  გაიღვიძოს სწავლის დაუძლეველმა სურვილმა, რომ სურათს ყოველდღე ჰქონდეს მრავალი შესანიშნავი მომენტი, დაუვიწყარი ისტორიები და ბედნიერების ნათელი ფერები. თქვენ შეძლებთ, მარტივად ასწავლოთ, მიიღეთ დიდი წარმატება, ნათელი იალქნები ცოდნის გზაზე და მიიღეთ ბავშვის სიყვარული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია... “,- ნათქვამია დირექტორის შორენა კაკაბაძის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება