სიახლეები
ეტალონი

გარდაბანში „ეტალონის“ შესარჩევი ტურის შედეგებით კმაყოფილები არიან
24-01-2018
-
+


გარდაბნის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მაია ტორაძე:

„ეტალონში“ მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. ბავშვები დაინტერესებულები არიან ამ პროექტით. მინდა აღვნიშნო, რომ კითხვები ძალიან საინტერესო იყო. რაც შეეხება შედეგებს, კმაყოფილები ვართ. მომავალშიც აუცილებლად ჩავერთვებით. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენას უწყობს ხელს.“

ახალსოფლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ტორაძე:

„მოსწავლეებმა ტესტებს კარგად გაართვეს თავი. შედეგებით კმაყოფილები ვართ, რადგან  მონაწილეთა უმეტესობამ ბარიერი გადალახა. „ეტალონი“ მოსწავლეებს თავიანთი თავის გამოცდის საშუალებას აძლევს.“ 

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი:

„შესარჩევ ტურში მონაწილეობის სურვილი ყველამ გამოთქვა. უმეტესობამ კატეგორია „თამამი“ აირჩია.  აზერბაიჯანელ ბავშვებს ცოტა გაუჭირდათ. რაც შეეხება ინტელექტ-ჩემპიონატს ძალიან მოგვწონს. „ეტალონი“ ეროვნული პროექტია და დადებითად ვართ განწყობილები.“

ვახტანგისის  N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე მულაძე:

„მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელი იყო. გაუძნელდათ ტესტებზე პასუხის გაცემა. სწორედ ამიტომ შედარებით დაბალი შედეგები გვაქვს.“

ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე:

„ეტლონი“ ძალიან კარგი პროექტია, იგი მოსწავლეთა უნარების გამოვლენაზეა გათვლილი. მე ფიზიკოსი ვარ და, ერთი მხრივ, ის მიხარია, რომ ფიზიკის საკითხებიც შედის ტესტებში. მოსწავლეებმა დავალებებს კარგად გაართვეს თავი. გვიხარია თქვენთან თანამშრომლობა და წარმატებებს გისურვებთ.“

ლემშვენიერას საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცარო ხარძიანი :

„პროექტი ძალიან საინტერესოა, რადგან მოსწავლეთა ცოდნის დონესთან ერთად, მათი ზოგადი უნარებიც მოწმდება. ყველა საგნის ინტეგრირება იმას ნიშნავს, რომ ყველა შესაძლებლობის ბავშვს აქვს შანსი, გარკვეული რაოდენობის ქულა მიიღოს. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით ერთვებიან ინტელქტ-შეჯიბრში. ბავშვები დიდი ინტერესით მუშაობდნენ. უმრავლესობამ  მაღალი შედეგი დააფიქსირა.“

საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი:

„მოსწავლეთა დაინტერესება ამ პროექტის მიმართ მაღალი იყო. ჩვენი მცირეკონტინგენტიანია სკოლიდან 16 მოსწავლე მონაწილეობდა, ზღვარი ათმა მათგანმა გადალახა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.“

საცხენისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნელი მამუკაშვილი:

„მოსწავლეებს როდესაც ვუთხარით, რომ „ეტალონის“ ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, ძალიან გაუხარდათ. ყველამ გამოთქვმა მონაწილეობის სურვილი. ბავშვები ძალიან მონდომებული იყვნენ. უმეტესობამ გადალახა ბარიერი, არ ერთულათ. შედეგებითაც კმაყოფილები ვართ.“

სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გარაშვილი:

„ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩავატარეთ. მოსწავლეთა ნაწილი შარშანაც მონაწილეობდა ამ პროექტში, ამიტომ მათ გამოცდილება ჰქონდათ და იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი არ იცოდნენ, თავის შეკავება არჩიეს. ეს ქულებზე დადებითად აისახა. ყველამ აირჩია კატეგორია „თამამი“. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დაინტერსებულები არიან ინტელექტ-შეჯიბრით.“

სართიჭალის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ჩადუნელი:

„ძალიან მომწონს ეს პროექტი. ტესტები კარგად იყო შედგენილი. ბავშვებიც ყურადღებით მოეკიდნენ დავალებებს, შეამოწმეს თავიანთი ცოდნა. ჩვენთან მაქსიმალური ქულა 88 დაფიქსირდა. კმაყოფილები ვართ.“

ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ონიანი: 

„კარგი შედეგები გვაქვს, ძირითადად მე-9 კლასი გამოირჩეოდა მაღალი ქულებით. მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მთელი სკოლა დადებითად ვართ განწყობილები. ინტელექტ-შეჯიბრის ცოდნის გაღრმავებას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწობს ხელს.“

ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნატალია ირემაშვილი:

„მოსწავლეთა დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ მაღალია. ჩვენი სკოლა აზერბაიჯანულენოვანია და ენის ბარიერი არის. ბავშვებს ტესტები ცოტა ერთულათ, შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი. საერთო ჯამში ცუდი შედეგები არის.“ 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება