TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„15 სექტემბერი მოსწავლეებისთვის, „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, ემოციებით დატვირთული იქნება“
06-09-2021
-
+


უკვე ცნობილია, რომ ახალი 2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში იწყება და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ისაა, ბავშვებს სწავლის მოტივაცია ჰქონდეთ. გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ კი სწორედ იმისთვის შეიქმნა, მომავალი მოსწავლეები სასკოლო ცხოვრების გამოწვევებს მომზადებულები შეხვდნენ. 

ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ონლაინ-რეჟიმი განსაკუთრებით რთული პირველკლასელებისთვისაა. ისინი პირველად უნდა ეზიარონ მშობლიური ანბანის ჯადოსნურ სამყაროს, გაიცნონ პირველი მასწავლებელი, კლასელები... განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი პირველი დღეა სკოლაში, რასაც სამწუხაროდ წელს ისინი მოკლებულები იქნებიან. ამიტომაც სკოლის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ, პირველი დღე სკოლაში, თუნდაც ონლაინ, პატარებისთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყოს. 

ქედის მუნიციპალიტეტის, ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორმა, მურმან ზაქარაძემ გადაწყვიტა, თავისი სკოლის პირველკლასელებს „პირველკლასელთა აკადემია“ აჩუქოს. მიზეზი მარტივია - ბატონმა მურმანმა ზუსტად იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია პატარებისთვის სწავლის მოტივაცია... ისიც ფაქტია, რომ ბავშვების საგანმანათლებლო ინტერესებს სრულად მორგებული წიგნი-რვეული მაქსიმალურად დაეხმარება მათ, დაძლიონ ყველა გამოწვევა და ამაყად შეაბიჯონ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც სკოლა - ცოდნის ტაძარი ჰქვია. 

„ჩემი ბავშვებისთვის ამაზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი“ - ასე დაიწყო საუბარი Etaloni.ge-სთან საუბარი ბატონმა მურმანმა და დასძინა, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ ის სახელმძღვანელოა, რომელიც ბავშვებს დისტანციურ სწავლებას გაუხალისებს.

სასიამოვნოა, რომ სკოლის ხელმძღვანელი ასე ზრუნავს თავის მოსწავლეებზე და ორმაგად საამაყოა, როდესაც „პირველკლასელთა აკადემიას“ მათთვის საუკეთესო საჩუქრად მიიჩნევს. ჩვენთან საუბარში კი ბატონმა მურმანმა მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილს საინტერესო პროექტებისა და იმისთვის, რომ მუდმივად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე:

„როდესაც ეს სახელმძღვანელო ვნახე, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია - გადავწყვიტე, პირველკლასელებისთვის საჩუქრად გადამეცა. ამაზე მეტს, ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებ, როგორც სკოლის დირექტორი. სწავლა დისტანციურად იწყება და მათთვის, ვინც პირველად უნდა შემოაღოს სკოლის კარი, ეს არ უნდა აღმოჩნდეს დამთრგუნველი. დარწმუნებული ვარ, არსებული ვითარების მიუხედავად,  15 სექტემბერი, ჩემი სკოლის პირველკლასელებისთვის, „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, ემოციებით დატვირთული იქნება.

მესმის, ყველას გვინდა საკლასო ოთახებში მალე დაბრუნება და დარწუნებული ვარ, ასეც მოხდება - ჩვენთან პედაგოგების 90 პროცენტი აცრილია, გვაქვს ყველა პირობა, სასკოლო გარემოში განვაგრძოთ სწავლა... ამ ეტაპზე კი მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოსთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს პირველკლასელებს მისცემს მოტივაციას, აქტიურად ჩაერთონ „ეტალონის“ პროექტებში, წარმატებით გაიარონ izrune.ge-ს ტესტები და საგანმანათლებლო პროექტთან ერთად, მიაღწიონ წარმატებებს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება