სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი „ეტალონით“ გაიხსნა - ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი მოქალაქის“ გამოსავლენად რუსთავში პირველად გაიმართა
22-01-2018
-
+


რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში რუსთავის თეატრში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა და წელს პირველად გამოვლინდა „რუსთავის ეტალონი მოქალაქე“. შეჯიბრში რუსთავის სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მათ შორის ყველაზე პატარა წევრი 13 წლის იყო, ხოლო უხუცესი - 86-ის. „რუსთავის ეტალონი მოქალაქე“ რუსთავის ისტორიისა და ვეფხისტყაოსნის ცოდნის საფუძველზე გამოვლინდა.

ინტელექტ-შეჯიბრში 95 ქულით გაიმარჯვა რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლის მშობელმა გიორგი მაღლაფერიძემ. მან სულ რაღაც 4 წამით აჯობა რუსთავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელს, ქეთევან ჯახველაძეს. მესამე ადგილზე გავიდა ასევე კერძო სკოლა „მილენიუმის“ მასწავლებელი ქეთევან ჭუმბურიძე.

როგორც „რუსთავის ეტალონმა მოქალაქემ“ გიორგი მაღლაფერიძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მოხარულია ახალი პროექტებით და რუსთავის წინსვლით:

„რუსთავის ეტალონი მოქალაქის“ წოდება დიდი სიხარული და პატივია ჩემთვის. ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მოხარულ ვარ, ჩვენი ქალაქის წინსვლით და ახალ-ახალი პროექტებით.“

ინტელექტ-ჩემპიონატის 9 ყველაზე მაღალქულიან მონაწილეს პრიზები გადაეცა, მათ შორის სხვადასხვა დაწესებულების ვაუჩერები და სმარტფონი.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, მსგავსი პროექტები განათლების პოპულარიზაციას, მშობლიური ქალაქის უკეთ შემეცნებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წახალისებას ემსახურება:

„მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეიქმნება სპეციალური გზავნილი, რომელიც მუზეუმში შეინახება და წლების შემდეგ, ქალაქის 100 წლის იუბილეზე გაიხსნება.“

მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის, დავით კლდიაშვილისა და სერგეი მესხის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გივი ჯახუა ინტელექტ-ჩემპიონატის უხუცესი მონაწილე გახლდათ. როგორც მან აღნიშნა, მოხარულია, რომ რუსთავის 70 წლის იუბილეზე ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - „რუსთავის ეტალონი მოქალაქის“ წოდების შემოღების სახით. გივი ჯახუამ პროექტის ავტორსა და წამყვან გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა გადაუხადა.

რუსთავის N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ბიჭიკო გულარაშვილი „რუსთავის ეტალონი მოქალაქის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე იყო. მისი თქმით, საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მოუწია ცოდნის გამოვლენა და შეჯიბრში მონაწილეობამ სამომავლოდ დიდი გამოცდილება შესძინა.

ინტელექტ-ჩემპიონატი „ქალაქის ეტალონი მოქალაქის“ გამოსავლენად რუსთავში პირველად გაიმართა.

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს, კლასში კი შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება