სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

რუსთავი 70 წლისაა! ქალაქმა საიუბილეო ღონისძიებები „რუსთავის ეტალონი მოქალაქის“ გამოვლენით დაიწყო
19-01-2018
-
+


რუსთავის ისტორია ასწლეულებს ითვლის, მაგრამ მას ქალაქის წოდება ზუსტად 70 წლის წინ, 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა. იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავი გრანდიოზული ღონისძიებებისთვის ემზადება, აღნიშვნა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პირველი დღე „რუსთავის ეტალონი მოქალაქის“ გამოვლენით გაიხსნა. შეჯიბრის დაწყებამდე სტუმართა წინაშე „თუთარჩელას“ ძველი და ახალი თაობა წარსდგა მუსიკალური ნომრით.

ინტელექტ-ჩემპიონატი რუსთავის თეატრში „ეტალონის“ ფორმატით ტარდება და მას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. შეჯიბრში რუსთავის სხვადასხვა ასაკის მოქალაქე მონაწილეობს, ჩემპიონატის ყველაზე პატარა წევრი 13 წლისაა, ხოლო უხუცესი - 86 წლის.

ინტელექტ-ჩემპიონატი „ქალაქის ეტალონი მოქალაქისთვის“ საქართველოში პირველად ტარდება და რუსთავიდან იწყება. „რუსთავის ეტალონი მოქალაქე“ რუსთავის ისტორიისა და ვეფხისტყაოსნის ცოდნის საფუძველზე გამოვლინდება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება