| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ მოტივაციას - წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა.
მისივე თქმით, გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2000 ლარად - „მერების ხელფასები 1800-2000 ლარია, რაც შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე, ერთიანი ხედვა სამინისტროს არ წარუდგენია. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი!“.
რა პროექციით მოემატებათ ხელფასები საჯარო მოხელეებს, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, თუმცა შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებსაც შეეხოს, რადგან ოფიციალურად, საჯარო სკოლებში სახელმწიფოს სსიპ-ია, ხოლო რაც შეეხება საჯარო ბაღების პერსონალს, 2022 წლის იანვრიდან ხელფასების მატება მათაც შესაძლოა შეეხოს, რადგან ისინი ადგილობრივი მერიის დაქვემდებარებაში არიან.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განათლების ათწლიან გეგმაშიც გაწერილია პედაგოგების ხელფასების ეტაპობრივი მატება, ეს ვერსია ლოგიკასმოკლებული სულაც არ არის.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას