| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია და აბიტურიენტებს უკვე საკუთარი შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ. გთავაზობთ, ინფორმაციას იმ აბიტურიენტთა რაოდენობის შესახებ, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სავალდებულო საგნებში ვერ გადალახეს. თუმცა, საკლირებისა და აპელაციის შედეგების შემდგომ მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა - 35 748. პირველადი მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 6%-მა ვერ გადალახა, 17 აბიტურიენტის ნაშრომი კი უმაღლესი - 70 ქულით შეფასდა.
ისტორიის გამოცდაზე რეგისტრირებული იყო 22 092 აბიტურიენტი. გამოცდაზე გასული აბიტურიენტებიდან ბარიერი 8%-მა ვერ გადალახა, ხოლო ხუთმა - უმაღლესი შეფასება, 60 ქულა მიიღო.
მათემატიკის გამოცდაზე ჯამში 12 822 აბიტურიენტი გადიოდა. პირველადი შედეგების მიხედვით, ბარიერი 17 % -ზე მეტმა აპლიკანტმა ვერ გადალახა. უმაღლესი, 51 ქულა კი 13-მა მიიღო.
რაც შეეხება უცხოურ ენებს, დაახლოებით 7%- მა ვერ გადლახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ხოლო უმაღლესი შეფასება, 80 ქულა 214-მა აბიტურინეტმა დაიმსახურა. უცხოეური ენის გამოცდებზე კი 35 180 აბიტურიენტი გადიოდა.
ცნობისთვის, წელს გამოცდაზე 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
იხილეთ: აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება - დეტალები და ინსტრუქცია
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად