სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დისტანიცური თუ დასწრებითი - როგორ დაიწყება სწავლა უნივერისტეტებში
10-08-2021
-
+


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან უნივერსიტეტები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. შესაბამისად, თითქმის წელიწად-ნახევარია, რაც სტუდენტები ონლაინ სწავლობენ. ახალი სასწავლო წელი ახლოვდება და იმის გასარკვევად, რას გეგმა აქვთ 2021-2022 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, etaloni.ge რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტებში ისევ არ იციან, რა ფორმით განახლდება სწავლა ახალი სასწავლო წლიდან

უნივერსიტეტებში გვეუბნებიან, რომ სწავლის აღდგენის ფორმატი დამოკიდებული იქნება იმ რეგულაციებზე, რაც ქვეყანაში იმოქმედებს, ასევე ვაქცინაციის ტემპსა და ვაქცინირებულ პირთა პროცენტულ რაოდენობაზე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

„2021-2022 სასწავლო წლის ფორმატი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება ინფიცირებულთა და ასევე ვაქცინირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით.

ამ დროისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთლიანი პერსონალიs, დაახლოებით, 40 პროცენტია ვაქცინირებული. შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. თუ ზაფხულის პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზრდება და სექტემბრისთვის ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, შესაძლებელია სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლების საკითხი განვიხილოთ. 6 სექტემბერს პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება“.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

„ამ მომენტში ვერავინ ვერაფერს გეტყვით იმასთან დაკავშირებით, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი. დამოკიდებული ვართ იმ რეგულაციებზე, რაც ქვეყანაში იმოქმედებს. ჩვენთან მეორე სემესტრი ჰიბრიდული ფორმატით მიმდინარეობდა და აქედან გამომდინარე, დღეს ვერაფერს გეტყვით. როგორი მდგომარეობაც იქნება ქვეყანაში, იმის მიხედვით განვაახლებთ სასწავლო პროცესს. ჩვენი თანამშრომლები ვაქცინას საკუთარი სურვილით იკეთებენ და ამ მხრივ, საკმაოდ მაღალი პროცენტიც არის. პირველკურსელთა რეგისტრაცია დაახლოებით სექტემბრის დასაწყისში დაიწყება“.

თავისუფალი უნივერსიტეტი:

„ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან სწავლის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი. როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და რა რეგულაციებს შემოიღებს ამ დროის განმავლობაში მთავრობა, ამაზე ვართ დამოკიდებული. ასე რომ, აუდიტორიებში სასწავლო პროცესი იმ შემთხვევაში განახლდება, თუ მთავრობა ამის ნებართვას მოგვცემს. თუ მთავრობამ შეგვიზღუდა, ცხადია, კანონს დავიცავთ - სწავლას აუდიტორიებში ვერ დავიწყებთ  და გადავალთ ისევ დისტანციურ რეჟიმზე. პირველკურსელების რეგისტრაცია ტრადიციულად აგვისტოს ბოლოდან დაიწყება, გააჩნია სწავლის თარიღს, ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი.“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

„სწავლის განახლების ფორმატი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ გვაქვს, უნდა დავაკვირდეთ კოვიდ ვითარებას. ისე კი, სწავლას 20 სექტემბერს ვიწყებთ და შესაბამისად, უკვე აკადემიური საბჭო გადაწყვეტს იქნება სააუდიტორიო, ონლაინ თუ ჰიბრიდული სწავლება. ასე რომ, ჯერჯერობით ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, როგორ გართულდა ვითარება თბილისშიც და ჩვენ რადგან დედაქალაქში ვიმყოფებით, კიდევ დავაკვირდებით. სწავლის ფორმატი განისაზღვრება ქვეყანასა და დედაქალაქში არსებული კოვიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის შესაბამისი დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. პირველკურსელების რეგისტრაცია კი სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე 2020 წლის მარტიდან გადავიდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 5 აპრილამდეა

მთავარი შეცდომა, რომელსაც ეროვნულებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტები უშვებენ - NAEC-ის დირექტორი დეტალებზე საუბრობს

მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს პირს, რომ ასოცირებული პროფესორი გახდეს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება