სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N23 სკოლის მოსწავლე მარიამ პარკაულმა ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების კურსი წარმატებით გაიარა
29-07-2021
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარიამ პარკაულმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტში.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს, რომლებიც მომავალში სამედიცინო განხრით აპირებენ სწავლას, ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების კურსი გაევლოთ.

მარიამ პაროკაულმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და საუკეთესო 30 მოსწავლეს შორის მოხვდა.

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარეს, გამოიკვლიეს ადამიანის ეპითელური ქსოვილები, აითვისეს ნემსის სწორად გაკეთების ტექნიკა, ისწავლეს როგორ გამოიყენონ გლუკომეტრი.

პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელმა და GAU-ს პრეზიდენტმა სერტიფიკატები გადასცეს.

თბილისის N23 საჯარო სკოლა თავად გვიყვება მარიამისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

„მიუხედევად იმისა, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში რთული პანდემიური ვითარებაა, ვცდილობთ ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში. ამჯერად , ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის, აწ უკვე XIIა კლასის მოსწავლის, მარიამ პარკაულის წარმატების შესახებ მოგიყვებით.

მარიამმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, (GAU) მედიცინის სკოლის მიერ განხორციელებულ ძალიან საინტერესო პროექტში, რომლის მიზანი იყო იმ მოსწავლეებს, რომლებიც მომავალში სამედიცინო განხრით აპირებენ სწავლას, ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების კურსი გაევლოთ .

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი იყო მოსწავლეებს შესარჩევი ეტაპი გაევლოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კონკურსში მონაწილეობა საკმაოდ ბევრმა მოსწავლემ მიიღო. მარიამმა კონკურსის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და საუკეთესო 30 მოსწავლეს შორის მოხვდა. პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობა სამოტივაციო წერილის დაწერა იყო, მარიამის მიერ დაწერილი სამოტივაციო წერილი საუკეთესოთა შორის დასახელდა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კომპეტენტურმა გუნდმა პროექტში მონაწილეებს შეასწავლა , როგორ უნდა იმოქმედონ გულის უეცარი გაჩერებისას, ალერგიული რეაქციების დროს როგორ უნდა გავუწიოთ პირველადი დახმარება ადამიანებს და ყველა სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ეპიკურ, სწრაფად სამოქმედო სიტუაციებში დაეხმარება მათ გადაარჩინონ სიცოცხლე.

პროექტის მიმდინარეობისას ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტები, გამოიკვლიეს ადამიანის სხვადასხვა ეპითელური ქსოვილები, აითვისეს ნემსის სწორად გაკეთების ტექნიკა, ისწავლეს როგორ გამოიყენონ გლუკომეტრი!

დღევანდელი, არსებული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა და ელემენტარული სამედიცინო მანიპულაციების ცოდნა მნიშვნელოვანი უნარია, ახალგაზრდა თაობებისთვის. მარიამისთვის ,აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა პროდუქტიული აღმოჩნდა და როგორც გვითხრა კიდევ უფრო დარწმუნდა საკუთარ არჩევანში - გახდეს ექიმი“,- ნათქვამია თბილისის N23 სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება