სიახლეები
სიახლეები

საგამოცდო სახელმძღვანელოები სკოლაში ან რესურსცენტრში მატერიალური სახითაც საჭიროა მიეწოდოს მასწავლებლებს - სკოლის დირექტორები პედაგოგთა გამოცდებზე
29-07-2021
-
+


მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურების გამოცდების ძირითადი ნაწილი დასრულდა. რამდენად კმაყოფილები არიან პედაგოგები და დირექტორები გამოცდებით. რას ფიქრობენ საგამოცდო სისტემაზე, მოსწონთ თუ არა არსებული ფორმატი - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებმა etaloni.ge - სთან ისაუბრეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა გელაშვილი:

სკოლაში ზოგი მაძიებელი გვყავდა, ზოგი პრაქტიკოსი და ყველანი იყვნენ გამოცდაზე. დავურეკე გამოცდების შემდეგ და საშუალოდ კმაყოფილები არიან. ერთ-ერთმა მითხრა, რომ გამოცდაზე მოსული ზოგიერთი საკითხი არც სწავლის და არც მეცადინეობის დროს არ შემხვედრიაო. ზოგიერთს გაუჭირდა, მაგრამ ჯერ საბოლოო შედეგი არ ვიცით.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან თითქოს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს მასწავლებლებს ეს გამოცდები რომ დაგვინიშნეს, რადგან სანამ მასწავლებლობამდე მოვიდოდით, უამრავი გამოცდა გვქონდა ჩაბარებული. მაგრამ არის ის ფაქტორიც, რომ ბევრი რამ იცვლება და გამოცდები არ არის ცუდი.

კარგი იქნებოდა საგამოცდო სახელმძღვანელოები სკოლაში ან რესურსცენტრში მატერიალური სახითაც რომ მიეწოდოს მასწავლებლებს. ინტერნეტში უამრავი მასალაა განთავსებული,  ჩვენ პატარა სკოლა ვართ, მაღალმთიანი სოფელი და ჩვენნაირი სკოლებისა და სოფლების მასწავლებლებისთვის ხანდახან ინტერნეტი მიუწვდომელია, ხან ელექტროენერგია არაა, ხან თვითონ ინტერნეტი ითიშება და ამ მხრივ, ცოტა პრობლემები გვექმნება. ამიტომ მატერიალური სახით რომ იყოს თუნდაც ერთი ეგზემპლარი, გადავბეჭდავდით, რის ნახვასაც ინტერნეტში ვერ მოვახერხებდით. ასეთი სახით დაბეჭდილს კი ყველა გამოიყენებდა, ვისაც დასჭირდებოდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი სარხან ხუბანოვი:

23 პედაგოგი ვართ სკოლაში, აქედან 6 უფროსი მასწავლებელია. წელს, 12 მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე. ტესტების სირთულეს რაც შეეხება, ნორმალური იყო. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ აზერბაიჯანულენოვანთათვის კარგად თარგმნილი არ იყო.  მეც გავედი გამოცდაზე, მათემატიკოსი ვარ და თან ზუსტად რომ უნდა იყოს ტექსტი და პირობა მათემატიკაში, ეგრე არ იყო, თითქოს რაღაც აკლდა. ამოცანების პირობა გავიგე, მაგრამ, ჩემი აზრით, კარგად ნათარგმნი არ იყო.

ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი:

წელს ჩვენი სკოლიდან გამოცდაზე ორი პედაგოგი გავიდა. როგორც თავად აღნიშნეს, გასულ წელთან შედარებით, ძალიან რთული იყო. ვფიქრობ, მასწავლებელი უნდა შემოწმდეს თავისი მოსწავლით, თუ რამდენად წარმატებული მოსწავლეები ეყოლება. სერტიფიცირებას ვატარებთ იმისთვის, რომ სწავლების დონე იყო მაღალი. არის სწავლების დონე მაღალი? ერთ წრეზე ვბრუნავთ... გამოდის, ჩვენ გამოცდას იმიტომ ვატარებთ, რომ შევამოწმოთ მასწავლებელმა იცის თუ არა საგანი და მერე რა, რომ ჩემმა მოსწავლემ არ იცის? - ამიტომ, მე დავაინტერესებდი მასწავლებელს.

მასწავლებელი თავისი მოსწავლის წარმატებისთვის უნდა მუშაობდეს, მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული და თუ წარმატებული მოსწავლე ეყოლება ის მასწავლებელი უნდა დააწინაურო, რა თქმა უნდა ანაზღაურება მეტი უნდა მისცე. უნდა მოწმდებოდეს თითოეული მოსწავლის პროგრესი და ამის მიხედვით განისაზღვროს პედაგოგის დამსახურებაც.

სერტიფიცირება მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მასწავლებელზე და ხელფასის გაზრდაზე. არიან დამსახურებული მასწავლებლები და ვერ აბარებენ გამოცდებს. ამ კუთხით არ უნდა იზომებოდეს მათი ცოდნა. თუნდაც სერტიფიცირების შემდეგაც უნდა მოწმდებოდეს როგორ მუშაობს მასწავლებელი. სწავლება თვითშემოქმედებაზე უნდა იყოს დამყარებული. შეიძლება სხვადასხვა კლასში სხვადასხვა მეთოდი გამოგადგეს. პედაგოგი შემოქმედებითი უნდა იყოს. მასწავლებელი მსახიობივითაა, მან მოსწავლეებთან გარკვეული როლი უნდა ითამაშოს და მათ შემოქმედებითი უნარები განუვითაროს.

ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე:

ჩვენგან 4 პედაგოგი გავიდა გამოცდაზე. კმაყოფილები არიან და შედეგებს დაველოდოთ. გამოცდები აუცილებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შედეგი, კონკრეტულად მოსწავლეზე ორიენტირება, რა შედეგზე გაიყვანს პედაგოგი მოსწავლეს თავისი მუშაობით.

ტესტირება აუცილებელი ფაქტორია, საგნისა და უნარების კომპეტენციის დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად თვითონ პედაგოგის მოღვაწეობა და მუშაობა კიდევ ბევრი რამით შეიძლება შემოწმდეს.

როდესაც კარიერულ წინსვლას ეხება საქმე, პედაგოგები ძალიან დატვირთულები არიან და შეიძლება მართლა შედარებით ნაკლები დრო რჩებოდეთ გაკვეთილებისთვის, მაგრამ კარგი და წარმატებული მასწავლებელი ორივეს შეუთავსებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ცინცაძე:

ჩვენი სკოლიდან გამოცდაზე 5 პედაგოგი გავიდა. ყველა კმაყოფილი გამოვიდა და ვნახოთ რა იქნება შედეგი. სკოლაში 12 პედაგოგია სერტიფიცირებული. ალბათ რაღაც მექანიზმი უნდა იყოს, რომ შემოწმდეს მასწავლებლის კომპეტენცია, მე პირადად, სერტიფიცირებული 2012 წელს გავხდი.

სულ გამოცდები, სულ ტრენინგები და 360 გრადუსით პედაგოგის შემოწმება -  ვფიქრობ, ამ კუთხით რაღაც ცვლილებები საჭიროა. რაღაც რომ იყოს სადიაგნოსტიკო ტესტირება მოსწავლეების და ამით შემოწმდეს მასწავლებლების შედეგი, უფრო მომეწონებოდა. რა ეტაპზე არიან მოსწავლეები და რა შედეგს დადებს მასწავლებელი ამის შემოწმების რაიმე მექანიზმი რომ მოიფიქრონ, ეს უკეთესი იქნებოდა. ყოველდღე ტრენინგზე რომ ვართ, ზოგჯერ მართლა დამღლელია და ზოგჯერ არ გრჩება დრო, რომ რაღაც ისე გამოგივიდეს, როგორც დაგეგმე.


კომენტარები


ეტალონი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

სიახლეები

ბაღების სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს - ჩამონათვალი

საქართვლოში მასწავლებელთა რაოდენობა იზრდება- განახლებული სტატისტიკა 

რა წერია კანონში გამოხატვის თავისუფლების შესახებ და რისი უფლება აქვთ მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს

რა ეკრძალებათ გამოცდაზე მასწავლებლებს - დარღვევების ჩამონათვალი

„ეროვნული სასწავლო გეგმა გადასახედია... ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები,  ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ განათლების რეფორმას“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი

წრის მიზანია, რომ მათემატიკა მოსწავლეებისთვის გახდეს ცოცხალი და საინტერესო მეცნიერება

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და საინტერესო საანბანო თავგადასავალს დაჰპირდა

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თამაშებში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მათი მშობლებიც

საინტერესო

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

სიახლეები
საზოგადოება