TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ამაყი ხარ, როდესაც საზოგადოება აღიარებს კურსდამთავრებულის კარგ აღზრდას“- ხათუნა წილოსანი, დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელა და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორთან, ხათუნა წილოსანთან შედგა.

- წარმატება არის...

- თითოეული მოსწავლის წარმატებული ნაბიჯი, როდესაც კმაყოფილია საკუთარი არჩევანის და გიზიარებს შთაბეჭდილებებს; კავშირს არ წყვეტს და მადლიერია პედაგოგების.

წარმატებაა, როდესაც კოლექტივი თანამშრომლობს და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს.

წარმატებაა, როდესაც მშობელი ინტერესდება სკოლის ცხოვრებით.

ამაყი ხარ, როდესაც საზოგადოება აღიარებს კურსდამთავრებულის კარგ აღზრდას.

-  ჩემი სკოლა მახსენებს...

- ფუტკრების სკას...

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ჩემი ცირა მასწავლებელი, თბილი, სათუთი...არ მახსოვს  მისი გაბრაზებული სახე.
ყურადღებას აქცევდა სიფაქიზეს, როგორც წერის დროს, სახელმძღვანელოების მოვლისას, ისე მეტყველებისას, თავის მოვლისას. ბევრს გვიკითხავდა, დამატებით გვესაუბრებოდა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, მოგზაურობაზე. ალბათ ჩემი პროფესიაც ამან განაპირობა და მიყვარს ბუნება.

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- საკმაოდ ინტერესიანი და შრომისმოყვარე; ამავდროულად ჩხირკედელა, ყველაფერს ვშლიდი და ვაწყობდი. ვხატავდი და მომწონდა როდესაც ჩემი კედლის გაზეთი, ნახატი, ხელნაკეთი ნივთები გამოფენილი იყო საპატიო ადგილას; პედაგოგები მსაყვედურობდნენ რომ კარგად მხოლოდ ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი - განსაკუთრებით მათემატიკას, ფიზიკას და ქიმიას.

- ჩემი სამაგიდო წიგნი... 

- მსოფლიოს ატლასი, ი. გოგებაშვილის ბუნების კარი.

- ზაფხულში ვცდილობ...

- ვიმოგზაურო, გავაკეთო ჩანახატები და ჩანაწერები.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება... 

- და მაინც ჰქმენით სიკეთე...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება