სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის, შფოთვაა, როგორ დავიწყებთ სასწავლო წელს - ეკატერინე დგებუაძე
15-07-2021
-
+


საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი დღითი დღე იმატებს და ამჯერად, ბავშვებში მეტადაა გამოხატული, ისე, რომ პედიატრიული საწოლების დამატება გახდა საჭირო. სწორედ ამიტომ, წინა პლანზე წამოიწია პედაგოგების ვაქცინაციის საკითხმა და ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელევიზიით ისაუბრა.

დგებუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგადად, აცრა არის ნებაყოფლობითი: „ვცდილობთ, კომუნიკაცია გვქონდეს თითოეულ სკოლასთან, მასწავლებლებს ვეხმარებით რეგისტრაციაში. მართლაც, ცოტა დრო დარჩა, სასწავლო წელი მალე დაიწყება და შფოთვაა, როგორ დავიწყებთ სასწავლო წელს. პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის.

ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი სასწავლო წლიდან დავბრუნდებით საკლასო ოთახებში თუმცა სტატისტიკური ყოველდღიური და ვაქცინირებული ადამიანები გვაფიქრებს იმაზე რა ფორმით დავიწყებთ სასწავლო წელს“.

რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ახალი სასწავლო წელი ონალინ-რეაჟიმში დაიწყოს, დგებუაძემ ასე უპასუხა: უკვე ორივე ტიპის გამოცდილება აქვს განათლების სისტემას; თავის დროზე ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯა, მასწავლებლების სახელფასო ნაწილი გაორმაგდა და მშობლებს არჩევანი შევთავაზეთ, სახლში დარჩენილიყო მოსწავლე. თუ დისტანციურ რეჟიმში დავიწყეთ, ამის მზაობა არსებობს როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით; ​​თუ საკლასო ოთახებში განახლდება სასწავლო პროცესი, აქ აკლია მნიშვნელოვანი ფაქტორი - მასწავლებელიც იყოს ვაქცინირებული. მას შემდეგ, რაც ვირუსი ბავშვებში გავრცელდა, ეს პასუხისმგებლობა გაორმაგდა; ​გარდა ამისა, სტუდენტების მხრიდანაც არის მოლოდინი, რომ დაბრუნდნენ აუდიტორიაში და ჩვენი თხოვნაა, მასწავლებლებმა, ლექტორებმა, აღმზრდელებმა ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ გვინდა, მოსწავლე დაბრუნდეს საკლასო ოთახში და სასწავლო პროცესი გამართულად მიმდინარეობდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება