სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არის თუ არა ინფექციის გავრცელების წყარო ბავშვთა გასართობი ცენტრები და ხდება თუ არა მათი მონიტორინგი
21-07-2021
-
+


კორონვირუსის პანდემია გრძელდება, ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ მეოთხე ტალღასთან ძალიან ახლოს ვართ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღიურად გვაფრთხილებს ინფიცირების საფრთხეებზე. ეპიდემიოლოგები აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ინფექციის მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა ბავშვებში, იმდენად რომ პედიატრიული საწოლების დამატება გახდა საჭირო.  

იმის ფონზე, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ბავშვები უფრო მარტივად ინფიცირდებიან, ვიდრე ზრდასრულები რეგულაციების მკაცრად დაცვა აუცილებელია, თუმცა საკითხავია, რამდენად იცავს საზოგადოება აღნიშნულ რეგულაციებს, თავშეყრის ადგილებში და დახურულ სივრცეებში, რამდენად ზრუნავენ საკუთარი და სხვის ჯანმრთელობაზე. 

ფაქტია, ბავშვთა გასართობ და დაბადების დღის ცენტრებში ის წესები, რომელთა საფუძველზეც მოხერხდა მათი გახსნა, უხეშად ირღვევა. ვერ კონტროლდება ბავშვებს შორის დისტანცია თამაშების დროს, ვერ ხერხდება სათამაშოების დეზინფექცია თითოეული ბავშვის შეხების შემდეგ... ისიც გასაგებია, რომ ეს არ არის მარტივი საქმე და საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის კონტროლი, მაგრამ მხოლოდ ტემპერატურის სკრინინგით ვერ მოხერხდება ვირუსის პრევენცია, რადგან ცნობილია, ზოგ შემთხვევაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მსგავსმა დამოკიდებულებამ თავისუფლად შეიძლება რეალურად შეუწყოს ხელი ვირუსის გავრცელებას.

გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და მსგავსი დაწესებულებები დაზარალდნენ  არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა საკითხი ბავშვებს ეხება. 

იმის გადასამოწმებლად, მიმდინარეობს თუ არა კონტროლი ამ სექტორზე, შრომის ინსპექციას დავუკავშირდით,

და შემდეგი კითხვებით მივმართეთ:  ვინ არის პასუხისმგებელი არსებული რეგულაციების დაცვაზე და რამდენად კონტროლდება ბავშვთა გასართობი, დაბადების დღის აღსანიშნი დაწესებულებები? ფაქტია, რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მიეცათ მათ მუშაობის გაგრძელების უფლება, მეტ-ნაკლებად სრულდება...  თუ კონტროლდება არსებული ობიექტები რატომ არის კვლავ დარღვევები? რა სახის სანქციებია მათ მიმართ და დღეის მონაცემებით, რა სახის დარღვევებია დადგენილი მსგავს დაწესებულებებში? რა ვადებში ხდება კონტროლი? 

უწყების მიერ მოწოდებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ და თავად განსაჯოთ დამაკმაყოფილებელია თუ არა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია:

„ ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების“ შესაბამისად, მთავარ საზედამხედველო ორგანოდ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, განისაზღვრა სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური. ზემოთ ხსენებული უფლებამოსილების ფარგლებში, შრომის ინსპექცია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის გარდა, პერმანენტულ რეჟიმში უზრუნველყოფს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესრულების მონიტორინგს.

შრომის ინსპექცია,სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად,მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონით დადგენილი წესების მიხედვით, ახორციელებს რეაგირებას როგორც აკრძალული, ისე ნებადართული საქმიანობების რეკომენდაციებთან შესაბამისობის დასადგენად, რომლის საფუძველზეც გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების სახით.პირველ ჯერზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის განსაზღვრულია სანქცია 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარის ოდენობით.“
 
იხილეთ ასევე: იკრძალება ბანაკები, შეხვედრაზე მხოლოდ ტესტის საფუძველზე დაგიშვებენ - პრემიერის ბრძანება გამოქვეყნდა

მოსწავლეებს მომავალი კვირიდან „ფაიზერით“ აცრიან - ბრძანება უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება