სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებს მათი უნარების მიხედვით შევუქმნიდი სასწავლო გარემოს“ - ბლიც-ინტერვიუ ჭარნალის საჯარო სკოლის პედაგოგ გუგული გორგაძესთან
07-07-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სკოლის მასწავლებელთან ბლიც-ინტერვიუს გვთავაზობს. ბლიც-ინტერვიუს რესპონდენტი ნიჭიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე და ყველასათვის საყვარელი პედაგოგი გუგული გორგაძეა. ინტერვიუ სკოლის მენეჯერმა გურანდა ქოქოლაძემ მოამზადა.

-  სახელი და გვარი? 

- გუგული გორგაძე
 
- რა საგანს ასწავლით? 

- ბიოლოგიას.

- მოგვიყევით თქვენზე.

- დავიბადე 1967 წლის 1 თებერვალს, ამავე სოფელში დავამთავრე საშუალო სკოლა და 1987 წელს ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვმუშაობდი სოფელ ჭარნალში კომკავშირის კომიტეტის მდივნად, სწავლის პერიოდში შევქმენი ოჯახი, მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.

- რამდენი წელია, ხართ დასაქმებული ჩვენს სკოლაში?

- 30 წელია.

- რას თვლით თქვენს ძლიერ და სუსტ მხარედ?

- ჩემი ძლიერი მხარეა ის, რომ მაქვს მომავლის იმედი და კომუნიკაციის კარგი უნარი, სუსტი მხარეა ემოციურობა. 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

- მთელი გულით ბავშვობიდან მიზიდავდა ეს პროფესია და ვფიქრობ, გავაკეთე სწორი არჩევანი. 

- რას ფიქრობთ განათლების სისტემის შესახებ?

- ჩემი აზრით, განათლების სისტემას აქვს საკმაო ნაკლოვანებები, ხარვეზები და ვფიქრობ, ეს ხარვეზები იმდენად ბევრია, რომ მის აღმოფხვრას საკმაო დრო დაჭირდება, რაც მკვეთრად აისახება ახალგაზრდობაზე.

- რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობა?

- ჩემთვის ბავშვებთან უთიერთობა არის ყველა ურთიერთობაზე ძლიერი, სპეტაკი, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და გაზრდა ჭირდება.

- რას შეცვლიდით ჩვენი სკოლისა და მოსწავლეების წარმატებისთვის ? 

- მოსწავლეებს მათი უნარების მიხედვით შევუქმნიდი სასწავლო გარემოს, რაც მათთვის უინტერესო და მოსაბეზრებელი არ იქნებოდა.

- რას გეგმავთ და აკეთებთ სასკოლო და საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებისთვის?

- საგაკვეთილო პროცესების გაუმჯობესებისათვის ვცდილობ სიახლეების მაქსიმალურ გამოყენებას და არა რუტინულ სწავლებას, მომაბეზრებელ და ერთფეროვან გაკვეთილებს.    

- თქვენი აზრით, რა პოტენციალი აქვს ჩვენს სკოლას?

- ჩვენს სკოლას აქვს მომავალი თაობებისათვის საკმაოდ კარგი ძლიერი პოტენციალი, ახალგაზრდა კოლექტივითა და კარგი სასწავლო გარემოთი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          
- თქვენი აზრით, როგორია მშობელთა ჩართულობა ჩვენს სკოლაში? რა დადებითი მხარეები აქვს მშობელთა ჩართულობას?

- მშობელთა ჩართულობა მოიკოჭლებს, უკეთესი და აუცილებელიცაა ბევრად მეტი ჩართულობა მშობელთა მხრიდან.

- სასკოლო ცხოვრებისეული კურიოზი რომ გაიხსენოთ? 

- კურიოზები საკმაოდ ბლომად გვაქვს, მაგრამ მირჩევნია ამაზე ვიწრო წრეში ვილაპარაკო.

- რას უსურვებდით სკოლას და მოსწავლეებს?

- სკოლას, მოსწავლეებს, მასწავლებლებს ვუსურვებ თბილ და პოზიტიურ გარემოში სწავლა-სწავლებას და უამრავ წარმატებას.


ავტორი: გურანდა ქოქოლაძე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება