სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაზე კარგი შეფასებაა - მოსწავლე რომ განიჭებს საუკეთესო პედაგოგის სტატუსს“ - რუსუდან ბორჩაშვილი, დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი
02-07-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ბორჩაშვილი etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„მოგეხსენებათ პანდემია ყველა სკოლისთვის გამოწვევა იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად დავასრულეთ სასწავლო ელი და ყველა გამოწვევაც ღირსეულად დავძლიეთ.

გარკვეული პერიოდი სწავლების დისტანციურზე რეჟიმზეც მოგვიწია გადასვლა, თუმცა უდავოდ საამაყოა, რომ ვირუსის შემთვევები ჩვენთან არ დაფიქსირებულა. დისტანციურის შემდეგ კი, სკოლის კედლებში შეხვედრა, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა, რაც მოსწავლეებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაყვა; შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ  ბავშვების თვალებში უზომო სიხარული იკითხებოდა და ერთმანეთთან ურთიერთობა უხაროდათ. 

ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, საამაყოა, რომ გავიარეთ ლიდერი მასწავლებლის ტრენინგები, გამოიკვეთა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი პედაგოგი ესიაკ სვიაკაური და იგი გამარჯვებულად დასახელდა.

ასევე ბედაგოგი ნათელა ცხადაძე ყოფილმა მოსწავლემ საუკეთესო პედაგოგად დაასახელა, ეს ყველაზე კარგი შეფასებაა - მოსწავლე რომ განიჭებს საუკეთესო პედაგოგის სტატუსს.

„იუნისეფმა“ კი გადმოგვცა სამაგიდო ჩოგბურთის მაგიდა, ჩოგნებითა და ბურთებით, რომელიც შესასვლელში დავდგით დარბაზის არქონის გამო და თითქმის ყველა მოსწავლემ შეისწავლა თამაში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება