სიახლეები
პიროვნება

„სამინისტროს ვალდებულებაა, პედაგოგები მაქსიმალურად მოამზადოს სიახლეებისთვის“ - ხათუნა მამაცაშვილი, თბილისის N214 საჯარო სკოლის დირექტორი
01-07-2021
-
+


დიდი ხანი არაა, რაც თბილისის N214 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია და როგორც etaloni.ge-ს გაუმხილა, სურს მალე მოვიდეს სკოლაში ის ადამიანი, ვისაც იმ პასუხისმგებლობას - რასაც სკოლის წარმატებული მართვა ჰქვია - გადააბარებს. მიზეზი მარტივია - ხათუნა მამაცაშვილი წლები დირექტორის მოადგილე გახლდათ და სურს, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე მდგომ რიგით ჯარისკაცად დარჩეს. მანამდე კი სასკოლო საზოგადოებას ცხელი პერიოდი აქვს, სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად, პედაგოგები სავალდებულო ტრენინგებს ესწრებიან, მიმდინარე რეფორმის გამო, არც დირექტორებს აქვთ მთლად დალხენილი ცხოვრება... ჰოდა, ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ - რა პროცესები მიდის ამჟამად სკოლებში და ისიც განვიხილეთ, როგორ გაიარა თბილისის N214 საჯარო სკოლამ 2020-2021 პანდმიური სასწავლო წელი.

- საქმე ისაა, რომ ჩვენ ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელში, მასწავლებლები სრული დატვირთვით ესწრებიან ტრენინგებს და მაქსიმალურს აკეთებენ, რათა ახალი სასწავლო წლიდან საკუთრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულონ; ინერგება ახალი ტერმინოლოგია, მეთოდები... ჩვენ, ერთად, თავს არ ვზოგავთ, მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მივცეთ.

- როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გევალებათ ამ პროცესის გაკონტროლება?

- აპრილის შემდეგ, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ და ალბათ გესმით, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოვჩნდი; ნაწილობრივ, მასწავლებელების ხელმძღავნელობა მეკუთვნის, ტრენინგის ჯგუფის კოორდინატორები მიკავშირდებიან და გვაქვს დავალება, რომელიც ათ ივლისამდე უნდა დავგზავნოთ სკოლის კათედრების მიხედვით - იცვლება შემაჯამებლ-კომპლექსური დავალებები, რაც ასე თუ ისე, უცხოა მასწავლებლებისთვის; რადგან ხელმძღვანელად ვითვლები, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის ყველაფერი, თბილისის N214 საჯარო სკოლაში, იყოს კარგად.

- გასული სასწავლო წელიც შევაჯამოთ, ქალბატონო ხათუნა - რთული იყოს ის თქვენთვის?

- უფრო უჩვეულო... არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ, ზოგადად, განათლების სისტემისთვის; ჩვენი ყოფილი დირექტორის, თამარ შუბლაძის თაოსნობით, სკოლამ ყველა გამოწვევა ღირსეულად დაძლია - მაქსიმალური გავაკეთეთ ბავშვებისთვის...  მასწავლებლები დიდი რისკის ქვეშ ვიყავით, ჰიბრიდულმა მოდელმაც არაერთი პრობლემა შექმნა - პედაგოგები, სკოლიდან სახლში მისულები ატარებდნენ ონლაინ-გაკვეთილებს და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ - ქალბატონ თამარს ლომის წილი აქვს ამ საქმეში; თითოეული ჩვენგანი საკუთრ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, უკმაყოფილო მშობელი და მოსწავლე არ გვყავს... იყო გაცდენებიც, თუმცა ვცდილობდით, სწავლა-სწავლების პროცესი არ ჩავარდნილიყო. ვაღიაროთ, დისტანციური სწავლება არ არის სასურველი შედეგის მომტანი, მაგრამ ფაქტი ერთია - სკოლაში დაბრუნებული ბავშვები საერთოდ აღარ აცდენდნენ გაკვეთილებს, რადგან მონატრებულები იყვნენ გარემოს, მასწავლებლებს, თანატოლებს... ზოგადად, ჩვენს სკოლაში მძიმე დარღვევები არ ყოფილა, გვყავს საოცარი პედაგოგები, კარგი მანდატურები, ბავშვებთანაც მეგობრული და ძალინ თბილი ურთიერთობები გვაქვს და ასე წარვმართავთ სასწავლო პროცესს.

- თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, იყო სასწავლო დანაკარგები. როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებენ ბავშვები მათ შევსებას?

- ჩემი სუბიქტური აზრი ასეთია - ბავშვი, რომელსაც სწავლა უნდოდა, ონლაინ-რეჟიმშიც მაქსიმალურს აკეთებდა, დანაკარგი რომ არ ჰქონოდა, თუმცა იყო კატეგორია, რომელსაც არ სურდა ამ ფორმატში სწავლა - ხომ გესმით, დისტანციური სწავლების დროს, ბავშვმა შეიძლება პასუხი წიგნიდანაც ამოიკითხოს და ამას მასწავლებელი გადასარევად ხვდება... ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ ბავშვი არ მოინდომებს, დანაკარგი „ამოქაჩოს“, მასწავლებელს გაუჭირდება ამ პროცესის სრულყოფა; თუმცა ვიმეორებ - იყვნენ ბავშვები, რომლებიც გულმოდგინედ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ეს დანაკარგები არ ჰქონოდათ.

- დირექტორის მოადგილე იყავით, ახლა კი სკოლას ხელმძღვანელობთ - როგორია ამ პასუხისმგებლობის გადმობარება?

- ძალიან ძნელია და სხვათა შორის, ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ პროცედურულად ასეა - მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება მოადგილე; ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც და ერთადერთი, რაც მაძლევს ძალას, შევასრულო ეს მოვალეობა, არიან ჩემი მასწავლებლები, რომლებიც მხარში მიდგანან, ასევე ჩვენი კოორდინატორი მეორე კორპუსში, ჩვენი ბუღალტერი... ძალიან მეხმარება რესურსცენტრი და ერთად თავს არ ვზოგავთ, ახალი დირექტორის მოსვლამდე სკოლას ის სახელი და პრესტიჟი შევუნარჩუნოთ, როგორიც დატოვა ქალბატონმა თამარმა.

- პრესტიჟულია თქვენი სკოლა, ქალბატონო ხათუნა?

- ჩვენთვის ასეა, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის...

- რეფორმის შესახებაც გკითხავთ, რომელიც წლებია გრძელდება, მასწავლებლებსაც სიახლეებთან უწევთ შეგუება. ეს დაუსრულებელი პროცესი ბავშვებს არ აზარალებს?

- ერთია, რომ პედაგოგებს მაღალ დონეზე ამზადებენ... მასწავლებლის ვალდებულება კი სწორედ ისაა, ბავშვებზე არ აისახოს ეს ყველაფერი და ნაკლებად იგრძნონ რეფორმის ხარვეზები; სამინისტროს ვალდებულებაა, პედაგოგები მაქსიმალურად მოამზადოს სიახლეებისთვის.

- ისე როგორ აისახება მოსწავლეებზე, 45 დღის გაცდენის შემთხვევაში სტატუსი რომ უჩერდებათ?

- ალბათ მშობლები მეტად დაფიქრდებიან და არ გააცდენინებენ ბავშვებს სკოლას, მით უმეტეს, სოცმუშაკები ერთვებიან პროცესში და საკითხს მეტი ყურადღება დაეთმობა. ჩვენც მომავალი სასწავლო წლიდან, მეტი შემართებით და ენთუზიაზმით წარვმართავთ სასწავლო პროცესს - ამის მზაობა ნამდვილად არის.

-  ცოტა თქვენზეც გვიამბეთ - როგორია გზა დირექტორობამდე?

- დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, მყავს ორი შვილი, ერთი შვილიშვილი, გავიარე სამინისტროში გასაუბრება და დავინიშნე დირექტორის მოადგილედ, ახლა მოვალეობის შემსრულებელი ვარ და იმედია, მალე შევიცვლები.

- რატომ ხართ ამ განნყობით?

- დიდი პასუხისმგებლობაა - იყოს ყველაფერი კარგად; მირჩევნია, ეს პასუხისმგებლობა სხვამ აიღოს, დირექტორობა კი ჩემს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს, უბრალოდ, მინდა, კეთილსინდისიერად შევასრულო ეს მოვალეობა ახალი დირექტორის მოსვლამდე.


კომენტარები


ეტალონი
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
1-ელი მაისიდან მასწავლებლები სტატუსის დანამატს მიიღებენ - ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება
განათლების სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრების განრიგში ცვლილებაა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ ღონისძიების დაწყებისთანავე საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნი იმღერეს
„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ლიზის. კიდევ ბევრი გამარჯვებით გაეხარებინოს მშობლიური სკოლა“
„ეტალონი“ აგრძელებს ეროვნულ საქმეს, ცოდნის გავრცელებას და მომავალი თაობების განათლებასა და ღირსეულ მომავალზე ზრუნვას
გარდა ამისა, მათ ნახეს ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა საქმიანობისას
დაჯილდოების ცერემონია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა
საინტერესო
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
სიახლეები
საზოგადოება