TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორის მოტივაციაა სკოლის წინსვლა და წარმატებები“- ლალი წულაია, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი
29-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა? და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია ბლიც-ინტერვიუში საუბრობს. 

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სასიამოვნოა, როცა სკოლა სასწავლო წელს წარმატებით ამთავრებს.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ძლიერ, მცოდნე და წარმატებულ პედაგოგთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს ისეთი დირექტორი, რომელიც თავის საქმიანობის შესრულებისას ითვალისწინებს სამართლიანობას, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის უფლებათა დაცვას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოს დაცვის საკითხებს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- წარმატებები აკადემიური მოსწრების მხრივ სასკოლო, რაიონული და რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონკურსებში ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობა და გამარჯვება.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- აუცილებლად, თუ დირექტორს ოჯახური გარემო არ უწყობს ხელს მაშინ სკოლის მართვა ძალიან ძნელია.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- როცა სკოლის დირექტორი თანაბარ ყურადღებას იჩენს მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების, სკოლაში დასაქმებული  სხვა პირთა მიმართ, იზიარებს მათ მოსაზრებებს, ზრუნავს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთლგანწყობილი გარემოსათვის. 

- დირექტორის მოტივაციაა...

- სკოლის წინსვლა და წარმატებები, მოსწავლეთა ჩართულობა ოლიმპიადებსა და კონკურსებში.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- სასწავლო გარემოს სწორი წარმართვა, სადაც დაცული იქნას მორალური და ზნეობრივი ნორმები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება