სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავულამაზოთ ერთმანეთს სიცოცხლე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი გამოწვევა წამოიწყეს
28-06-2021
-
+


„გავულამაზოთ ერთმანეთს სიცოცხლე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი გამოწვევა წამოიწყეს. გამოწვევის ორგანიზატორები მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი დარიგებელი ბელა ხეცურიანია, მიზანი კი - შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული ბავშვების გამოვლენაა.

„ყველა ბავშვს უყვარს ხატვა, ისინი თავისუფლად გადმოსცემენ ნამუშევარში სამყაროს აღქმის თავისებურ ხედვას, საკუთარ ემოციებს და შთაბეჭდილებებს. ამიტომაც, გთავაზობთ გამოწვევას, რომლის მიზანია, ჩვენი სკოლის შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული ბავშვების გამოვლენა და მათთვის თვითრეალიზაციის პირობების შექმნა და ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

გამოწვევის პიონერები VI (დარიგებელი ბელა ხეცურიანი) კლასის მოსწავლეები არიან. ჩვენი გამოწვევის ფარგლებში ორგანიზებული პირველი გამოფენა გაალამაზეს ანასტასია მაღლაკელიძემ, თამარ გაბრიჭიძემ და დალი ნემსაძემ საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პანდემიის პერიოდში იქნა შეიქმნილი, თუმცა განწყობა, სრულიად განსხვავებულია.

მოსწავლეები იყენებენ კაშკაშა ფერებს, სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნამუშევრები ავლენენ, როგორც იმპრესიონისტული და პოსიმპრესიონისტული მანერის ზეგავლენას, აგრეთვე მოსწავლეთა ინდივიდუალურ ხელწერასაც.

იმედი გვაქვს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხალისით შეუერთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას. გავულამაზოთ ერთმანეთს სიცოცხლე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება