სიახლეები
სიახლეები

ყველაფერი, რაც სამაგისტრო და საგრანტო კონკურსის შესახებ უნდა იცოდეთ - „ნაეკი“ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
25-06-2021
-
+


გამოცდების პერიოდის მოახლოებასთან ერთად, მეტად იზრდება აპლიკანტთა ინტერესი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამჯერად, სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე გამსვლელ აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე სცემს პასუხს. 

1. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად ვერ გავიუმჯობესე გრანტი?
თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტით არ ფინანსდება დამატებითი სემესტრები).
 
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაში ზღვარი რა შემთხვევაში მეთვლება გადალახულად?
ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.
 
3. როგორია საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის სტრუქტურა?
საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან:
• წაკითხულის გააზრება (3 ტექსტი; 21 ტესტური დავალება); 
• ანალიტიკური წერა (2 დავალება: „მსჯელობის ანალიზი“ და „თემა მოცემულ საკითხზე“);
• ლოგიკური მსჯელობა (17 ტესტური დავალება);
• რაოდენობრივი მსჯელობა (19 ტესტური დავალება).
 
4. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დრო რამდენია გამოყოფილი და როგორ გავანაწილოთ ის?
გამოცდისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 35 წუთია. კონკურსანტს უფლება აქვს, თვითონ განსაზღვროს ამ საერთო დროის რა ნაწილი დაუთმოს ცალკეულ კომპონენტთა დავალებების შესრულებას.
 
5. პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია სავალდებულო?
რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელებს მუდმივად უნდა ეკეთოთ  პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; კონდიციონერები ირთვება მხოლოდ 30° გრადუსზე და უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში.
 
6. მაგისტრანტები საგანმანათლებლო პროგრამას გამოცდების შემდეგ ირჩევენ სარეგისტრაციო გრაფაში, თუ პირდაპირ უმაღლეს სასწავლებელს მიმართავენ? 
საგანმანათლებლო პროგრამას რეგისტრაციის დროს არ ირჩევთ. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის საფუძველზე ჩარიცხვის დროს განიხილებით იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რომლის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაც  წარმატებით ჩააბარეთ.  
 
7. სტუდენტი, რომელიც დაფინანსებას გაიუმჯობესებს, გრანტი მთელ სასწავლო კურსს ეხება თუ მხოლოდ შესაბამისი წელი უფინანსდება?
დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების შემთხვევაში, სტუდენტი შეინარჩუნებს მას ბაკალავრის სრული კურსის დახურვამდე - ყველა დარჩენილი სასწავლო წლის განმავლობაში. 
 
8. საერთო სამაგისტრო გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს? 
ტესტირება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.
 
9. როგორია საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები ტესტის ნაწილების მიხედვით? 
წაკითხულის გააზრების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 21, ანალიტიკური წერის ნაწილში – 18, ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 17, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 19. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეულ ნაწილში, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში - ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%-ს.
 
10. მაინტერესებს მხედველობის სათვალე და საათი რომ მეკეთოს გამოცდაზე, შეიძლება თუ არა?
მხედველობის სათვალით გამოცდაზე დაიშვებით, საათის შეტანა კი არ შეიძლება, უნდა მოიხსნათ და ჩააბაროთ სხვა ნივთებთან ერთად. კედლის საათი ყველა სექტორში დაგხვდებათ. 
 
11. მაგისტრანტობის მსურველმა როდის უნდა აირჩიოს ტესტის ტიპი?
2020 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები აბარებენ მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს, რამაც სრულად მოხსნა პროგრამების არჩევისა და მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტი კვლავაც 4 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 
 
12. სამაგისტრო გამოცდის მსგავსად სტუდენტთა ტესტირებაც ორი დღის განმავლობაში ჩატარდება?
სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდის ტესტი ერთიანია და მოიცავს შემდეგ სამ კომპონენტს: 1. წაკითხულის გააზრება; 2. ლოგიკური მსჯელობა; 3. რაოდენობრივი მსჯელობა. ტესტირება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში - 28 ივლისს ჩატარდება.
 
13. არასწორი პასუხის შემთხვევაში თუ გვაკლდება ქულა?
დიახ, გაკლდებათ ქულა. ტესტის თითოეული დავალება ფასდება 1 (მონიშნულია მხოლოდ სწორი პასუხი), 0 (არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული) ან -0,2 (მონიშნულია არასწორი პასუხი) ქულით.
 
14. 2021 წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რამდენია დარეგისტრირებული და ყოველწლიურად დაახლოებით რამდენი იუმჯობესებს დაფინანსებას?
2021 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია გაიარა 3800-მდე მსურველმა. ყოველწლიურად დაფინანსებას იუმჯობესებს დაახლოებით 200-ზე მეტი სტუდენტი.
 
15. სამაგისტრო გამოცდაზე გრანტი რა პრინციპით გაიცემა, მხოლოდ სრული დაფინანსება გაიცემა?
მაგისტრანტს შეუძლია მოიპოვოს მხოლოდ 100%-იანი გრანტი. მთლიანი გრანტის დაახლოებით 40% ნაწილდება დადგენილ 12 საგანმანათლებლო მიმართულებაზე თანაბრად, ხოლო დანარჩენი თანხა ნაწილდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად. იხილეთ ბმული. 
 
16. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შემთხვევაში გამსვლელი ქულა რამდენია?
დადგენილი გამსვლელი ქულა არ არსებობს. მონაწილეთა შედეგების მიხედვით დგება რეიტინგული სია თანხის ამოწურვამდე.
 
17. საგამოცდო ბარათი როგორ ამოვბეჭდოთ?
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და  შედის საკუთარ  გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. საგამოცდო ცენტრში მისვლისას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად თან უნდა იქონიოთ  საგამოცდო ბარათის ასლი. 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საცდელს ტესტირებას NEAC 4 სექტემბერს ჩაატარებს - დეტალური ინსტრუქცია

სასწავლო გრანტი 293-მა სტუდენტმა მოიპოვა ან გაიუმჯობესა - იხილეთ კონკურსის შედეგები

 ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბრიდან იწყება - ოფიციალური ინფორმაცია

რჩევები სასწავლო წლის დასაწყისს ნაკლებად სტრესულს გახდის მშობლებისთვისაც

იცით რას ნიშნავს პროზელიტიზმი, იმერსია, ასერტულობა, ავერსიული რეაქცია? - ინფორმაცია საბავშო ბაღში დასაქმებულებისთვის

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები არ ემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლის ცოდნით ირიცხებიან უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში“

„როგორც ხელმძღვანელი, ვისურვებდი, არ მოგვკლებოდეს მონდომებული, სწავლაზე ორიებტირებული მოსწავლეები“...

„მადლობას ვუხდით ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს“... 

„თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს მუდამ ეამაყოთ თქვენი ღირსეული ნაბიჯებით“...

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება