სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლამ უჩვეულო სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა
24-06-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. 

სკოლის პედაგოგები ჩართულნი იყვნენ „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებში. სასწავლო წელი დასრულდა ბოლო გაკვეთილით ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების პრეზენტაციით, სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს 2021 წლის კურსდამთავრებულები.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლისთვისაც უჩვეულო და დაძაბული იყო მიმდინარე სასწავლო წელი, მაგრამ მაინც მოხერხდა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საკლასო ოთახებში.

სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა ჩართული იყო „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თეონა მაცაბერიძე კი თვითონ იყო ქოუჩი, ხშირი იყო მსჯელობა, შთაბეჭდილებების გაზიარება, კამათი სწავლა სწავლების საკითხებსა და განათლების წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების შესახებ. შესაძლებლობის ფარგლებში იყო მცდელობა სიახლეების დანერგვის. სასწავლო წელი დასრულდა ბოლო გაკვეთილით ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების პრეზენტაციით: „მე - სოფლის მეუფროსე“, გიორგი ლეონიძის მოთხრობის - „მარიტას“ მიხედვით. პრეზენტატორი მეცხრე კლასის მოსწავლე ანი არდია, პედაგოგი კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძე.

2020 -2021 სასწავლო წლის ბოლო „ზარიც“ ანი არდიამ დარეკა და ლამაზი გაცილებაც მოაწყო. პატარებმა: ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა, დავით ნეფარიძემ კი თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცებით მიულოცეს საბაზო საფეხურის დამთავრება და პედაგოგებთან ერთად გზა დაულოცეს უფროს მეგობარს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი კატუშა( ეკატერინე) ჭიჭინაძე- გოგსაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება