სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაფრთხილება ზოდიაქოს 12 ნიშანს: ყველაზე რთული პერიოდი იწყება, გაიგეთ როდის?
21-06-2021
-
+


დღეს ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა. ხვალიდან დღის ხანგრძლივობა შემცირებას იწყებს.

შემდეგი კვირიდან 15 ივლისამდე ყველაზე რთული პერიოდია წლის მანძილზე, ამიტომ ამ კვირაში მოასწარით საქმეების მოგვარება. ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გაითვალისწინოს.

დღეს მზე ერთი თვით გადავიდა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიციურობა და რომანტიკულობა მოიმატებს.  

23 ივნისს მერკურის რეტროგრადულობა სრულდება და ხდება სწორმავალი. 24 ივნისს კი სავსემთვარეობაა.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის ასეთია:

ვერძი: ყურადღებით იყავით, რადგან მზე კირჩხიბშია და თქვენ ამ ნიშანთან არ მეგობრობთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აქტიური ქმედებები შეამცირეთ. შეიძლება მეგობრებს და ახლობლებს პრობლემები შეექმნათ, საკუთარი საქმისთვის კი ვერ მოიცალოთ.

კურო: ნელ-ნელა უკეთ იგრძნობთ თავს, თქვენი ენერგოტონუსი იწევს ზემოთ. თუმცა ხასიათის ცვლილება იჩენს თავს. არ გირჩევთ არც კაპიტალ დაბანდებებს და არც სარისკო ფინანსურ მოქმედებებს.

ტყუპები: ენერგოტონუსი გიწყობთ ხელს იყოთ აქტიური, ენერგიული, კონტაქტური. თუმცა სიჯიუტე გაქვთ მომატებული, არავის უსმენთ, არ ითვალისწინებთ რჩევებს, რაც შეცდომებს გაშვებინებთ. მიაქციეთ რჩევებს ყურადღება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მსხვილი პროექტების წამოწყებას.

კირჩხიბი: ერთ-ერთი საუკეთესო და აქტიური პერიოდი იწყება, კარგი დროა შეხვედრებისთვის, იდეების განხორციელებისთვის. განწყობა აგიმაღლდებათ. იაქტიურეთ.

ლომი: მთელ წელში ერთ-ერთი რთული პერიოდი გეწყებათ. კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობა იმატებს. თქვენს წინააღმდეგ არის ყველაფერი, ამიტომ მოთმინება მოიშველიეთ.

ქალწული: შრომისუნარიანი და ენერგიული ხდებით, თუმცა ემოციური ფონი მაინც არასტაბილური გაქვს. ადვილად შეიძლება გაღიზიანდეთ და შექმნათ კონფლიქტური სიტუაცია.

სასწორი: ელეგანტური, დახვეწილი ხართ და თუ რამე პრობლემა გქონდათ, ამ კვირაში გამოასწორებთ.

მორიელი: ენერგოტონუსი გემატებათ, აქტიური, ენერგიული, შარმიანი და მიმზიდველი ხდებით. თუმცა სარკასტულობა და ზედმეტი პირდაპირობა გიშლით ხელს. საერთო ჯამში, პოზიტიური შესაძლებლობები იმატებს თქვენთვის.

მშვილდოსანი: ეს კვირა აუცილებლად გამოიყენეთ, კოლეგიალური ურთიერთგაგებისთვის, კონტაქტების დასამყარებლად და საქმეების მოსაგვარებლად. შესაძლებლობები მაღალი გაქვთ, ამიტომ იაქტიურეთ. იმ კვირიდან გადაღლილობა შეგიშლით ხელს.

თხის რქა: კარგი დროა თქვენთვის. ენერგიული, ინიციატივიანი ხდებით და შრომისუნარიანობა გემატებათ. ენერგიის მოჭარბება შეიძლება აგრესიაში გადავიდეს და კონფლიქტის წინაშე დაგაყენოთ, ამ მხრივ სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მერწყული: კარგი პერსპექტივები ჯერ კიდევ გაქვთ, რის გამოც ეს დრო უნდა გამოიყენოთ. იდეების რეალიზებას, საინტერესო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ. სიფრთხილე გმართებთ საოჯახო ურთიერთობებში.

თევზები: თქვენთვის რომანტიკული პერიოდი გრძელდება. სასიყვარულო კონტაქტებისთვის კარგი დროა, თქვენი შარმი იმატებს. კარგი პერიოდი იწყება თქვენთვის და გამოიყენეთ პირადი და საქმიანი კუთხით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება