TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მზაობა ნებისმიერი სიახლისა და გამოწვევისადმი“ - დოდო ჭყონია, საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორის, დოდო ჭყონიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .

- ემოციებთან არის დაკავშირებული: ვემშვიდობებით და გზას ვულოცავთ კურსდამთავრებულებს. ასევე ვაჯამებთ და ვაანალიზებთ სასწავლო წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას და შედეგებს.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .

- უსაფრთხო და კეთილგანწყობილ სასწავლო  გარემოს, პროფესიონალ და მოტივირებულ პედაგოგებს, წარმატებულ მოსწავლეებს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .

- ის პერიოდი, როცა ჩვენი სკოლის მოსწავლემ სოფი ყარალაშვილმა ბათუმში გამართულ ეტალონის ფინალში გაიმარჯვა  და   დამსახურებულად მიიღო ჯილდო.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .  

- და აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლე ჩამოყალიბდეს მაღალი ღირებულებების მატარებელ, აქტიურ და წარმატებულ პიროვნებად.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

- პედაგოგი, რომელიც აღიარებს მას, როგორც პიროვნებას, მის შესაძლებლობებს და სჯერა მისი.

- დირექტორის მოტივაციაა. . .

- წარმატებული სკოლა და მადლიერი საზოგადოება.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .

- საკუთარი საქმიანობის რეალური შეფასება, მზაობა ნებისმიერი სიახლისა და გამოწვევისადმი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება