TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოზარდისთვის ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე“ - ნინო ჯავახიშვილი, თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო თემაზე თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო ჯავახიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- ემოციურია, 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ვემშვიდობებით ჩვენ კურსდამთავრებულებს, რომლებიც სწავლას თავიანთ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- კონკურენტუნარიან, მოთხოვნად სკოლას საგანამანათლებლო ბაზარზე. ასეთ სკოლას ჰყავს გამორჩეული ლიდერი-დირექტორი, შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრით (არ ვგულისხმობ მაღალ სტატუსს), რომელიც ერთ მუშტადაა შეკრული. შედეგად, კი მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები,  უმაღლეს სასწავლებელში 100 % იანი გრანტით ჩარიცხული კურსდამთავრებულები.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს ის თემაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  სკოლისთვის. ყველა მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა საუკეთესო სკოლაში ისწავლოს, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია, თავის ადგილზეა შესანიშნავი კომპიუტერული ლაბორატორია, წკრიალებს სველი წერტილები შესაბამისი აღჭურვილობით, სპორტდარბაზი და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები. 

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- მოზარდისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ეს მის თვითშეგნებას, თვითშეფასებას ამაღლებს, რაც პირდაპირპროპორციულია მისი ჰარმონიული განვითარების და ცხოვრებაში თავის დამკვიდრებისთვის. 

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- როგორც კეთილშობილი, მზრუნველი მშობლები, ასევე თბილი, ოჯახური გარემო სკოლაში, რომელსაც მაღალი მოტივაციის მქონე სკოლის სოციუმი ქმნის მისთვის და მისი მეგობრებისთვის.

- დირექტორის მოტივაციაა...

- საუკეთესო დისციპლინა სკოლაში, მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლები, რომლებიც სრულ რეალიზებას ახდენენ გაკვეთილებზე, რაც მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონკურსებში.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ახლის ძიება, თვითგანვითარება და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტრენინგები, სადაც კოლეგებს ვუზიარებთ ჩვენ გეგმებსა თუ იდეებს, ფეხს ვუწყობთ სიახლეებს (ოღონდ, რა თქმა უნდა, ტრენინგზე მიღებული ცოდნა აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული საგაკვეთილო პროცესში).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება