TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელმა უპირობოდ უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები“ - ნინო ჯავახიშვილი, თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2021
-
+


როგორ შეაჯამებდა 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო ჯავახიშვილი გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ? 

- 2020-2021 სასწავლო წელი ჩვენმა სკოლამ საკლასო ოთახებში დაიწყო, მაგრამ ნოემბრის თვიდან ისევ ონლაინ პლატფორმით გავაგრძელეთ სასწავლო პროცესი, რომელსც ხელი არ შეუშლია არც მოსწავლებისათვის და არც მასწავლებლებისათვის, რომ ღირსეულად წარმოეჩინათ თავი. ჩვენი სკოლის ექვს მასწავლებელს მოუწია გარე დაკვირვების გავლა ონლაინპლატფორმით, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. ეს კი ჩვენი სკოლის არა მარტო მასწავლებლების, არამედ ჩვენი წარმატებული მოსწავლეების დამსახურებაცაა. 

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- კოვიდპანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა მშობელთა ჩართულობის გაზრდა გამოიწვია სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში. კერძოდ, მშობელი კარგად იყო ინფორმირებული სკოლის მიერ გაწეული მუშაობისა და სასწავლო ცხრილის შესახებ. ონლაინგაკვეთილები, ასე ვთქვათ, მათი თანდასწრებით ტარდებოდა, რითაც აფასებდნენ არა მარტო მასწავლებლის, არამედ მათი შვილების სწავლა-სწავლებას, რის გამოც, სკოლის ადმინისტრაციამ არაერთი მადლობა მიიღო მშობელთა მხრიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციურ სწავლებაზე მე-3 კლასის ორმა მშობელმა, რომლებიც რისკჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, დაარეგისტრირა შვილი. ორივე მშობელი ძალიან კმაყოფილი და მადლობელია სკოლის მხრიდან ასეთი მხრდაჭერის.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა უპირობოდ უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები გამოცდაზე გასვლით, რამეთუ აღნიშნული გამოცდა მოითხოვს იმ ცოდნას, რომელიც ყველა მოქმედ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- ახალგაზრდები ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომელსაც მომავალში გამოიყენებენ. ჩვენი მოსწავლეები საკმაოდ სერიოზულად აღიქვამენ პროფესიის არჩევას  და უმეტესობა ირჩევს სასურსათო ტექნოლოგიებს, და აიტ ტექნოლოგიებს, რომლებსაც რეალურად გამოიყენებენ მომავალში (ჩვენ ხომ კახეთში, მეღვინეობის რეგიონში ვცხოვრობთ).

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- მშობელთა მხრიდან ყოველ წელს გვაქვს პრეტენზია პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით. ბავშვებს 1 ან 2 დღის გამო მთელი წლით საბავშვო ბაღში დატოვება უწევთ. მიმაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება მისაღები უნდა იყოს მშობლებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება