სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს
14-06-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები დიადი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას გაეცნენ და პოეზიის საღამოც მოაწყეს.

„პოეტმა, რომელმაც სანაპირო გზა, ცოტა სიყვარული და ღერი პაპიროსი ყველაფერს არჩია, გამაოგნებელი ლექსები გვისახსოვრა და ლურჯა ცხენებზე ამხედრებულმა ლურჯი სამყაროს მარადიული ბილეთი აიღო...

დღეს, ჩემს მეხუთეკლასელებთან ერთად ეფემერულ საბურველში გავეხვიე და გალაკტიონის პოეზიასთან წილისყრა გავბედე...

ბავშვებო, თქვენ შეძელით ლექსების მეფის სასახლეში მოხვედრა... სხვებიც გაიყოლეთ... დარბაზიც იისფერ სივრცეში ალივლივეთ...

როგორ მეამაყებოდით დღეს, როგორ?!

ასეთმა პატარებმა ცისხელა პოეზია დააჭაშნიკეთ... იცით ეს რას ნიშნავს?! -  გალაკტიონი არასდროს ყოფილა დედამიწელი, თითქოს სხვა იყო, არამიწიერი, არაზეციური, ვიღაც სხვა, სულ სხვა.

ჰოდა ეს გენიოსი თქვენებურად აღქმული და გააზრებული გულღიად გააზიარეთ...გალაკტიონის სიმაღლის არ შეგეშინდათ, თამამად გაუსწორეთ თვალი მის ღრმა ლექსებს...

ახლა მიკვირს,როგორ გავბედე მეხუთეკლასელებთან ამის გაკეთება, მაგრამ,როცა მაგარი ბავშვები გყავს,ყველა რისკი გამართლებულია! მიყვარხართ“,- აღნიშნავს პედაგოგი ოთო დანელია.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება