TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა და ოჯახი ორი უმთავრესი ინსტიტუციაა“ - ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის N9 საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბათუმის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- ერთგვარი ზეიმია, პირველკლასელები ემშვიდობებიან ანბანს, მოსწავლეები ემზადებიან არდადეგებისთვის უამრავი გეგმა აქვთ, მე-12 კლასელების გამოშვება კი ერთგვარი ნოსტალგიითაა სავსე, ერთმანეთს უზიარებენ მოგონებებს, კურიოზებს და ერთად ემზადებიან ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ძლიერ სახელმწიფოს. სკოლა არა მარტო ცოდნის, ზოგადად პიროვნების საძირკველია, ძლიერი პიროვნებები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს.

- გამორჩეულად მახსენდება...

- სკოლის ყველა კუთხე, ყველა დერეფანი და ყველა ოთახი, ხალხი, რომელიც ავსებდა ამ სივრცეებს, პირველი მეგობრები და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები, მასწავლებლები, რომლებიც საოცარი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ყველა მოსწავლის თვალში.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- მოსწავლის პიროვნული ჩამოყალიბებისთვის, სკოლა და ოჯახი ეს ორი უმთავრესი ინსტიტუციაა, რომელიც აყალიბებს პიროვნებას და საჭიროა მათი შეთანხმებული მოქმედება.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- ჩვენ მივეჩვიეთ მოსწავლეებისთვის სამაგალითოდ გამორჩეული მოღვაწეებისა და ცნობილი პიროვნებების დასახვას, თუმცა მოსწავლეები არანაკლებ მაგალითებს იღებენ ყოველდღიური ცხოვრებიდან, მათ გარშემო მყოფი პიროვნებებისგან, ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფებისგან. ბავშვები ხედავენ და ამჩნევენ ყველაზე უმნიშვნელო მოვლენებსაც კი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევაში არასასურველ მოვლენებსაც და ამას ჩვენ ვერ აღვკვეთთ - საჭიროა სწორი მიმართულება მივცეთ მოსწავლის მიერ მათ აღქმას.

- დირექტორის მოტივაციაა...

- პირველ რიგში, თითოეული მოსწავლე, მათი წარმატება თუ წარუმატებლობა მაგალითია დირექტორისთვის და აძლევს მოტივს, უფრო მეტი იმუშაოს მასწავლებლებთან, მათთან ერთად, მეტი დრო დაუთმოს მოსწავლეებსა და მათ პრობლემებს, რათა მომავალში მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ ღირსეულ პიროვნებებად.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- მუდმივად ვიმუშაოთ თვითგანვითარებაზე, მხარი ავუბათ პროგრესს, რათა მომავალ თაობას სწორად ჩამოვუყალიბოთ მორალური პრინციპები და მივცეთ განათლება.

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება