TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის და ოჯახის კარგად გააზრებული ურთიერთპასუხისმგებლობა განაპირობებს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს“-სკოლა „ანაბასისის“ დირექტორი ქეთევან ედიბერიძე
14-06-2021
-
+



რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ დირექტორის ქეთევან ედიბერიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- დამაფიქრებს, როგორ გაიარა სკოლამ მთელი წელი; რა იყო ჩვენი საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები, გარეფაქტორებმა რა გავლენა მოახდინა სკოლის საქმიანობაზე, წარმოქმნილ საფრთხეებს როგორ გავუმკლავდით, როგორ ვუპასუხეთ გამოწვევებს...

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- სკოლას, რომელიც მოსწავლეს უზრუნველყოფს იმ ცოდნით, რაც ცხოვრებაში დაეხმარება დამოუკიდებელ, პასუხისმგებელიან და გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელიც არა მხოლოდ იყენებს არსებულ ცოდნას, არამედ ფლობს მისი შეფასებისა და ახლის შექმნის უნარებს.

- გამორჩეულად მახსენდება...

- სკოლის ცხოვრებიდან წლევანდელი პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლის ეზოში, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ჩატარებული პროექტის - „ხელოვნება და ბავშვები“, წარმატებული დასკვნითი ღონისძიება. საერთო სიხარულმა, ამაღლებულმა განწყობამ ნათლად დაგვანახვა, როგორ სჭირდებათ ჩვენს ბავშვებს არაფორმალური განათლება, აქტიური სასკოლო ცხოვრება, რომლის იძულებითი კორექტირება მოგვიწია პანდემიის გამო. იმედით ველით ახალ სასწავლო წელს.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ყველა სკოლისთვის, ჩვენთვის კი არსებობის აუცილებელი პირობაა. კერძო სკოლას ირჩევენ ოჯახები და გვანდობენ ყველაზე ძვირფასს - შვილებს. მჭიდრო თანამშრომლობა მოსწავლეთა მშობლებთან ჩვენი წარმატების საიდუმლოა. სწორედ სკოლისა და ოჯახის შეგნებული, კარგად გააზრებული ურთიერთპასუხისმგებლობა განაპირობებს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მაღალპროფესიონალი, ობიექტური, მომთხოვნი, სამართლიანი პედაგოგი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო მას შემდეგ, რაც ამ სტატუსის მფლობელი გახდა. რადგან გაბედე დირექტორობა, უნდა გქონდეს მაღალი მოტივაცია, მამოძრავებელი ძალა, აქტიურად წარმართო შენი საქმიანობა, მთელი მონდომებით ეცადო სამოქმედო გეგმის განხორციელებას - სკოლის წარმატებით მართვას. ვერ დაველოდებით დადებით გარეფაქტორებს - ისინი ჩვენი საქმიანობის მხოლოდ პრომოტორები (მოტივაციის გამაძლიერებლები) შეიძლება იყოს.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- განვლილი საქმიანობის რეფლექსია, ობიექტური თვითშეფასება, სწორი დასკვნების გაკეთება, რეალური, საკუთარ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი თანმიმდევრული განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება