სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიწვეულმა სტუმარმა, გეოგრაფიისა და მეწარმეობის მასწავლებელმა ინგა ხარჩილავა საინტერესო ტრენინგი ჩაუტარა
11-06-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლას „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროგრამების ტრენერი, გეოგრაფიისა და მეწარმეობის მასწავლებელი ინგა ხარჩილავა ეწვია და მოსწავლეებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარა. შეხვედრას პედაგოგებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი გეოგრაფიის პედაგოგი მზია კუბეცია იყო.

„ცოცხალი და სიცოცხლით სავსე დღე იყო...ნაძვნარს შევუყევით მე და ჩემი სტუმარი და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ...ნაძვნარის მარჯვენა სივრცე დაეკავებინათ მერვე და მეათე კლასელებს თავიანთი მერხებით, სკამებით და სხვა სასწავლო ნივთებით....საოცრად ლამაზად იყო სამყარო ჩემს ბავშვებთან ერთად... არაერთი საგანმანათლებლო პროექტი და აქტივობა ჩამიტარებია, მაგრამ 2021 წლის 7 ივლისის დღე კიდევ განსხვავებულად ჩაიწერა ჩემს ისტორიაში", - ამბობს გეოგრაფიის მასწავლებელი მზია კუბეცია.

ქვიტირის საჯარო სკოლის დირექტორმა ალქსანდრე ნიქაბაძემ და გეოგრაფიის მასწავლებელმა მზია კუბეციამ სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს მოწვეული სტუმარი ინგა ხარჩილავა --გლობალური ტრენერების აკადემიის უფროსი ელჩი-ლიდერი საქართველოდან, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროგრამების ტრენერი, გეოგრაფიისა და მეწარმეობის მასწავლებელი. 

„ინგა ხარჩილავამ თავის მეწყვილესთან, მზია კუბეციასთან ერთად მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგ მოდული „ბიზნეს უნარ-ჩვევების“ გამომუშავება, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეს, როგორ განუვითარდეს მეწარმის თვისებები, როგორ დაეუფლოს ფინანსურ წიგნიერებას და ჩამოუყალიბდეს სამუშაოსათვის მზაობა.

მოსწავლეებმა აქტიურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები და ტრენერებმა შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა.

ტრენინგის მსვლელობაში აქტიურად ჩაერთვნენ ისტორიის პედაგოგი კახაბერ ჩაკვეტაძე და ინგლისურის პედაგოგი ხათუნა ახალაია.

ინტერაქტიური ჩართულობის ფონზე რამოდენიმე მოსწავლემ გამოავლინა განსაკუთრებული მიდგომები საკითხების მიმართ და ქალბატონი ინგა მათ წარადგენს - გლობალური ტრენერების აკადემიის მიერ ორგანიზებულ „სტუდენტური ელჩების ჯილდო 2021“.

მონაწილე მოსწავლეებს ტრენინგში აქტიური ჩართულობისათვის გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება