TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორის მოტივაცია არის - მეტი წარმატებული მოსწავლე, მეტი გამარჯვება, მეტი საინტერესო პროექტი!“-ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2021
-
+


რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ მიქელაძის  ბლიც -ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- არ მიყვარს სკოლა ბავშვების და მასწავლებლების გარეშე, ამიტომ სასწავლო წლის ბოლოს ყოველთვის სევდა მიპყრობს.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .
 
-  შექმნა კარგი გარემო,  ადამიანების სიყვარულით, მხარდაჭერით და გყავდეს თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული პროფესიონალი კადრები.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

-  არ მავიწყდება ის სიხარული, რაც პანდემიის გამო სახლში გამოკეტილ მოსწავლეებს დაეუფლათ  სკოლაში დაბრუნების შემდეგ. 

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- არა მხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიც, რადგან ბავშვის სწავლისა და აღზრდის პროცესი მშობლის ჩართულობის გარეშე არ იძლევა შედეგს. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისა და ოჯახის ურთიერთთანამშრომლობა, რათა მოსწავლე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- ყველა ის ადამიანი, ვისთანაც უწევს ურთიერთობა ეს არის მშობელი, მასწავლებელი. პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უფროსებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მათ მივცეთ კარგი ურთიერთობების და სიკეთის მაგალითი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- მეტი წარმატებული მოსწავლე, მეტი გამარჯვება, მეტი საინტერესო პროექტი!

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- სკოლის თითოეული თანამშრომელი, სასკოლო საზოგადოების თითოეული რგოლის წარმომადგენელი, უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ორიენტირებული თავისი საქმის ხარისხიანად შესრულებაზე. მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში კი განვითარებისა და წარმატების საწინდარია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება