TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორის მოტივაციაა სკოლის კარებში შემოსული თითოეული მოსწავლის თვალები“ - ნინო გახარია, თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი
07-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა არის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ან დირექტორისთვის მოტივაციის მიმცემი? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო გახარიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- დაკავშირებულია ბევრ ემოციასთან, საქმესთან, დამღლელ, მაგრამ ამავდროულად, სასიამოვნო პროცესებთან. სასწავლო წლის ბოლო ერთი თვე ერთგვარი შემაჯამებელი აკორდია, ამიტომაც არის ის დინამიური, საინტერესო, მრავალფეროვანი, ესაა პერიოდი, როცა დუღს სასკოლო ცხოვრება.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- პროფესიონალი კადრების, გამართული ინფრასტრუქტურის, ლიდერი მენეჯერის, მშობელთა ჩართულობის ქმედითი მოდელისთვის მართებული სტრატეგიების, უსაფრთხო და კეთილდამოკიდებული გარემოს, ძლიერი სასკოლო კულტურისა და ანგარიშვალდებულების გამჭირვალე სისტემების ერთობლიობას.

- გამორჩეულად მახსენდება ჩვენი სკოლის...

- პირველკლასელთა მიერ მოწყობილი პერფომანსი, რომელიც წელს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს...საოცრად ემოციური იყო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით მათი პაწია ხელებით შექმნილი  და სკოლის ეზოში სიმეტრიული მოძრაობებით გაშლილი ქართული დროშა, როგორც სიმბოლო თავისუფლების უზომო წყურვილისა.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ვინაიდან მათ მიერ მართულ საგანმანათლებლო პროცესს უდიდესი გავლენა აქვს ბავშვის განათლებაზე, მშობლის აქტიურობა ძლიერად უკავშირდება მოსწავლეთა სოციალურ-ემოციურ განვითარებას, აკადემიურ წარმატებას, სწავლის გაგრძელების მაჩვენებელს. უნდა დავამსხვრიოთ  სტერეოტიპები და სკოლამაც ოჯახი მოიაზროს საიმედო პარტნიორად, აღმოფხვრას მათთან კომუნიკაციის დეფიციტი, ამისთვის კი სკოლის ადმინისტრაციას გვჭირდება ვიმოქმედოთ ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებით, მოთმინებით, კეთილგანწყობითა და ტაქტიანად.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

 - ადამიანი, რომელსაც ის ბაძავს, აიდეალებს, ძალიან ხშირად კი ასეთ იდეალურ მოდელებად მოსწავლეებისთვის საკუთარი მასწავლებლები იქცევიან.

- დირექტორის მოტივაციაა...

- სკოლის კარებში შემოსული თითოეული მოსწავლის თვალები, ზოგი სიყვარულით მოციმციმე, ზოგიც - სევდიანი, მოსწავლისა თუ მშობლისგან მიღებული ბარათი - ზოგი მადლიერების გრძნობით აღსავსე, ზოგიც - პირიქით, პრობლემებისა და ხარვეზების მინიშნებით დაწერილი...მოტივაციაა ჩემთვის სკოლაზე შეყვარებული მასწავლებლისა და მოსწავლის დანახვა, მათი უანგარო მსახურება, სურვილი მეტის კეთებისა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მიმართულებებითაც.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- გაცნობიერება იმისა, რომ მიღწეულით თვითკმაყოფილება დამღუპველია, რომ „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება