| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რატომაა საჭირო ოჯახის მხარდაჭერა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა მენაბდის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- ასოცირდება სკოლასთან კურსდამთავრებულების განშორებასთან, რომელსაც თან ახლავს სევდანარევი სიხარული, ბედნიერი წუთები და ათასი თავგადასავლით გახალისებული 12 წელი.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოს, გამართულ ინფრასტრუქტურას, კომპეტენტურ პედაგოგებს, გუნდურობას და ერთსულოვნებას, მშობელთა ჩართულობას, ნებისმიერი გამოწვევის მიმართ მზაობას.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- ის დღე, როცა სკოლას მიენიჭა აფხაზეთში გმირულად დაღუპული, სკოლის კურსდამთავრებული თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- იმიტომ, რომ ოჯახი ასოცირდება ჰარმონიასთან, ურთიერთგაგებასთან, დაფასებასთან, ტრადიციებთან. სწორედ ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი მეტად ლაღია, ტოლერანტია და მეგობრულია.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- პედაგოგი, რომელიც არის გზამკვლევი ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად და დასამკვიდრებლად.
- დირექტორის მოტივაციაა...
- ძლიერი, მიზანდასახული, პირადი მაგალითის მიმცემი, მხარდამჭერი, პასუხისმგებლიანი და კრეატიული გუნდი.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა