TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ
01-06-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები თემაზე - „15 მაისი კლიმატის ცვლილების დღე“ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

კონფერენციას ორგანიზატორობა გაუწია ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის მოსწავლეები „ითვინინგ პორტალზე“ ქართულ პროექტს - ,,დედამიწის მცველები“ ახორციელებენ.

პროექტში თვეების მიხედვით სრულდება აქტივობები, თანამიმდევრობით ეწყობა თანამშრომლობითი ონლაინ ჩართვები, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას.

„ჩვენი კლუბი „ბიოტექნო“ ჩაერთო 15 მაისს გამართულ კონფერენციაში რომელსაც უხელმძღვანელა ხაშურის N7 სკოლის ეკოკლუბმა - „მწვანე ოცნება“ პედაგოგი ანა ტაბატაძე. ასევე კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვასხვა სკოლები, რომლებიც ამ პროექტში არიან ჩართულნი, ჩვენმა სკოლამ წარმოადგინა კონფერენციაზე ოთხი პრეზენტაცია - „გადამფრენი ფრინველები“, „წყალქვეშა რესურსები“, „კლიმატის ცვლილება“ და „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.

პრეზენტატორები იყვნენ: მარიამ წიქარიშვილი, ანამარია ჭაბაშვილი და მარიამ ხანდოლიშვილი, ზურა კიკილაშვილი, ლევან ტუხაშვილი, ნინო ქუფარაშვილი, თათია ასაბაშვილი, ლანა ყარალაშვილი, ამირან მაჭარაშვილი. ნათია კაკიაშვილი, ლუკა ყოჩიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ხატია ხანდოლიშვილი.
ძალიან საინტერესო გამომსვლელები იყვნენ და მიწვეული სტუმრების მოწონებაც დაიმსახურეს წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა. უღრმესი მადლობა ქალბატონ ანას ორგანიზებული და საინტერესო კონფერენციაზე მიწვევისათვის. ორგანიზატორებმა მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატებიც გადასცეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება